მამაკაცებს გამორჩეულად უყვართ სოსისები, სარდელები, შაშხი, შებოლილი ძეხვეული და მათგან მომზადებული გემრიელი კერძები.
თან ნოყიერია, თან გემრიელი, თანაც, მოკლე დროში მზადდება. რაღა დაგიმალოთ და მეც ძალიან მიყვარს გრილზე შემწვარი სარდელი და სოსისი. შაშხიც მიყვარს და მისგან ბევრნაირ კერძს ვამზადებ.
რა ჯობია ზაფხულში, მეგობრებთან ერთად ვერანდაზე ყოფნას, ლუდის სმას და გართობას? ამ სახის პროდუქტი სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა ზედგამოჭრილი. მთავარია, არ დაგეზაროს, ცოტა ფანტაზიას მოუხმო და საინტერესო რეცეპტები მოიფიქრო.
თუ თქვენც არ გეზარებათ საყვარელი ადამიანისთვის ან მეგობრებისთვის გემრიელი ვახშამის მომზადება, მე დაგეხმარებით!
არჩევანი ქართულ ბრენდზე, „კორიდაზე“ შევაჩერე, რადგან ხორც-პროდუქტების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი, ხარისხი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ფასი აქვს.
რეცეპტი 1. ბუტერბროდი „ჩიაბატა“ კორიდას შაშხით
იტალიურ რეცეპტში „კორიდას“ სუნელებით შეზავებული კლასიკური შაშხი გამოვიყენე. ჩიაბატა (ciabatta) - იტალიურად ფეხსაცმელს ნიშნავს. ცნობილ იტალიურ პურს ამგვარად თავისი ფორმის გამო შეარქვეს. მას ხრაკუნა გარსი და ფორებიანი გული აქვს. განსაკუთრებით გემრიელია „ჩიაბატას“ ბუტერბროდები, ბრუსკეტები და კროსტინი. თუ პური „ჩიაბატა“ ვერ შეიძინეთ, მის ნაცვლად შეგიძლიათ ტოსტის პური გამოიყენოთ.
იხილეთ ვიდეო რეცეპტები
რეცეპტი #2. პიცა სოსისით
პიცა ყველას უყვარს. თუ გსურთ, ის სწრაფად მოამზადოთ, შეგიძლიათ მზა ცომი შეიძინოთ. პიცას განსაკუთრებით უხდება პიკანტური გემოს სოსისი. "კორიდას" ასორტიმენტში სოსისი „სპეც ივერია“ არომატული სტრუქტურის მქონე პროდუქტია. ამიტომ ცომთან, ყველთან, კეტჩუპთან ერთად გემოს მშვენიერი ნაზავია.
სცადეთ, მოამზადეთ ამ რეცეპტების მიხედვით საუზმე ან ვახშამი და შთაბეჭდილება კომენტარებში გაგვიზიარეთ.
პიცის რეცეპტში შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე "კორიდას" შაშხი, ნახევრად შებოლილი ძეხვეული ან სარდელი.
იხილეთ ვიდეო რეცეპტები