ხარისხიანი ქვაბის გარეშე ჯანსაღი კერძი ვერ მომზადდება. თანამედროვე მწარმოებლები ქვაბების ფართო ასორტიმენტს გვთავაზობენ - ყველაზე უარესიდან საუკეთესომდე. მთავარია, ვიცოდეთ, რომელი მასალისგან დამზადებული ქვაბია უფრო უსაფრთხო და პრაქტიკული.
ალუმინის ქვაბის ღირსება და ნაკლოვანება
არ არსებობს სამზარეულო, სადაც ალუმინის ქვაბში არ ხარშავდნენ პროდუქტებს. ის ხელმისაწვდომი და მრავალწლიანია. კარგად ინახავს სითბოს, მსუბუქია. თუმცა, მალევე კარგავს ფორმას, ბზინვარებას. მასში არ შეიძლება მზა კერძის შენახვა და არ არის სასურველი მასში საბავშვო კერძების მომზადება. გახსოვდეთ, რომ ალუმინის ქვაბში მომზადებული კერძი სწრაფად იწვება და მჟავე პროდუქტების მომზადებისას გამოჰყოფს ტუტოვან ნივთიერებას, რაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის.
თუ მაინც გადაწყვეტთ მის შეძენას, უმჯობესია, სქელძირიანი ალუმინის ქვაბს მიანიჭოთ უპირატესობა.
მომინანქრებული ქვაბის ღირსება და ნაკლოვანება
მომინანქრებული, ე.წ. ემალირებული ქვაბები ლამაზია. არ დეფორმირდება და მასში სხვადასხვა კერძის მომზადება შეგიძლიათ. ოღონდ გახსოვდეთ, რომ რძეს, ფაფასა და მაკარონს ძირსა და გვერდებზე იკრავს. ის საკმაოდ ძვირი ღირს და ვერ უძლებს დარტყმას, დავარდნას. ქვაბი, რომელსაც მინანქარი ასძვრა, კერძის მოსამზადებლად აღარ უნდა გამოიყენოთ. ასევე გახსოვდეთ, რომ ის ვერ უძლებს ტემპერატურის სწრაფ ცვლილებას და მინანქარი სკდება.
ყიდვამდე კარგად დაათვალიერეთ მინანქრის ქვაბი. თუ მასში ბზარს ან ნაკაწრს აღმოაჩენთ, აღარ შეიძინოთ.
მომინანქრებული ქვაბის კედლის სისქე 0,8 მმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
თუჯის ქვაბის ღირსება და ნაკლოვანება წაიკითხეთ mshoblebi.ge-ზე