ნიგვზისა და თაფლის ნარევს სასწაულის მოხდენა შეუძლია. იგი სასარგებლოა ინფარქტგადატანილი ადამიანისთვისაც და პროფილაქტიკის მიზნითაც. ამ ბუნებრივ საშუალებას ექიმებიც აღიარებენ. მას უამრავი დადებითი თვისება აქვს.
დაგჭირდებათ: 100 გრამი ნიგოზი და 2 ს/კ თაფლი.
დაბლენდერებულ ნიგოზს აურიეთ თაფლი. გაყავით სამ ნაწილად და მიიღეთ დღეში სამჯერ ჭამამდე 15 წუთით ადრე.
თუ ერთიანად დიდი რაოდენობის მომზადება გსურთ, 2 წილი ნიგოზი უნდა იყოს და 1 წილი თაფლი. ნარევი მინის ქილაში და მაცივარში შეინახეთ. მიიღეთ 1 ს/კ დღეში სამჯერ ჭამამდე 15 წუთით ადრე.
რისთვისაა სასარგებლო ნიგვზიანი თაფლის ჭამა?
ნიგოზიცა და თაფლიც უამრავი ვიტამინითა და მინერალითაა მდიდარი. ერთად საოცარი შედეგი აქვთ. თაფლისა და ნიგვზის ნარევი (თუ არ დააბლენდერებთ, კარგად უნდა დაღეჭოთ) აუმჯობესებს იმუნიტეტს, სწრაფად აღადგენს ორგანიზმს ავადმყოფობის შემდეგ, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, კურნავს ანემიას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ააქტიურებს ტვინს.
ჯანმრთელობას გისურვებთ!