რატომღაც ბევრ დიასახლისს ჰგონია, რომ ვაშლატამა მხოლოდ სეზონური საკვებია და მისგან ზამთრის მარაგი არ მზადდება.
სინამდვილეში ვაშლატამას კომპოტი შეუდარებელია, მურაბა კი - საოცრად არომატული. ჯემიც შეგიძლიათ მოამზადოთ. ვინაიდან ახლა სეზონია და თანაც, საკმაოდ იაფი ხილის გახლავთ, გთავაზობთ ვაშლატამას კომპოტის, მურაბის და ჯემის რეცეპტებს. სხვათა შორის, ვაშლატამას გაფცქვნა არ დაგჭირდებათ. მურაბაც და კომპოტიც გაუფცქვნელი ნაყოფისგან უკეთესია.
კომპოტი
მაგარი და მომცრო ზომის ვაშლატამები ქილებში გაანაწილეთ ისე, რომ ნახევარზე ოდნავ მეტადაც გაავსოს. დააყარეთ იმდენი შაქარი, რამდენლიტრიან ქილაშიც ამზადებთ და გაასტერილეთ 10-15 წუთი (ადუღებიდან).
იხილეთ ვაშლატამას მურაბის და ჯემის რეცეპტები