ინგრედიენტები:
კვერცხი — 12 ცალი
მაიონეზი— 0,5 ჭიქა
წითელი წიწაკა დაფქული - გემოვნებით
ზეითუნის ზეთი — 1 ს/კ
მარილი— 0,5 ჩ/კ
დაჭრილი თხილი ან ნუში — 2 ს/კ
მოსართავად:
ოხრახუში
ქინძი
მწვანე ხახვი
მომზადების წესი:
მოხარშეთ კვერცხები მაგრად. გააცივეთ. გაფცქვენით და გაჭერით შუაზე.
გამოაცალეთ გულები და გადაიღეთ ცალკე ჭურჭელში. დაუმატეთ მაიონეზი და სხვა ინგრედიენტები. კარგად აურიეთ. მიღებული მასით ამოავსეთ კვერცხის ცილები. მორთეთ დაჭრილი მწვანილითა და თხილით (ან ნუშით).
გემრიელად მიირთვით!