შემოდგომა ორგანიზმისთვის რთული პერიოდია.
ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობა იკლებს და ადამიანი ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობას განიცდის.
8 რჩევა მათ, ვისაც სურს, ზამთარს მხნედ და ჯანმრთელად შეხვდეს.
- დალიეთ ბევრი წყალი. ის გამოდევნის ორგანიზმიდან წიდებსა და ტოქსინებს, გაგიძლიერებთ იმუნიტეტს.
- უპირატესობა მიანიჭეთ სეზონურ ხილსა და ბოსტნეულს.
- შეიყვარეთ ბოსტნეულის წვნიანები, სალათები.
- წაიხემსეთ ჩირით, თხილეულით, ზღვისა და რძის პროდუქტებით.
- გაამდიდრეთ რაციონი სასარგებლო ცხიმით: ზეითუნის ზეთი, ავოკადო, ნიგოზი, წითელი თევზი.
- შეამცირეთ შაქრის რაოდენობა. შაქარი ჩაანაცვლეთ თაფლით.
- არ იშიმშილოთ, არ გამოტოვოთ საუზმე.
- მიიღეთ ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.