შესაძლოა, გაოცდეთ, მაგრამ იმ პროდუქტებს შორის, რომლების ალკოჰოლზე დაყოლებას ექიმები არ გვირჩევენ, არის ჩვენთვის ჩვეული ხემსები. თუმცა, თუ პრობლემები არ გსურთ, უმჯობესია, დაუჯეროთ სპეციალისტებს.
ნამცხვრები და ტორტები
ალკოჰოლი და ტკბილეული - ეს გახლავთ კონკურენტები გადამუშავების რიგში. პირველ რიგში, ორგანიზმი ცხიმიანი ტკბილი ტორტების შეწოვას შეუდგება, რადგან მისთვის გლუკოზა უფრო მნიშვნელოვანია. ამგვარად მიღებთ ინსულინის სისხლში შეღწევას, სწრაფად დათრობასა და საშინელ ნაბახუსევს, რადგან ორგანიზმმა მოასწრო ალკოჰოლის ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლა.
შოკოლადი
შოკოლადი ალკოჰოლთან შეხამებაში ძლიერ ურტყამს კუჭქვეშა ჯირკვალს. ალკოჰოლი ისედაც ტვირთავს მას, იწვევს ხანმოკლე სპაზმებს. შოკოლადს კი შეუძლია ზოგი გადინების დაბლოკვა. ამის გამო ჩნდება ანთება, ხანდახან კი პანკრეატიტი.
ახალი პომიდორი
მაგარი სასმელები, განსაკუთრებით, არაყი, პომიდორს არ ეხამება. ორივე ერთმანეთის უარყოფით თვისებებს აძლიერებს. კერძოდ, პომიდვრის ორგანული მჟავების ზემოქმედება კუჭის კედლის ლორწოზე ძლიერდება ალკოჰოლთან ერთად. შედეგად კი იღებთ მუცლის შებერილობას.
ცხიმიანი შემწვარი ხორცი
ყველაფერი ცხიმიანი და შემწვარი ამწვავებს და ახანგრძლივებს ალკოჰოლის ზემოქმედებას. ამასთან, კუჭზე, ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტზე დამატებითი დატვირთვა მოდის.
ცხარე კერძები
უცნაურია, მაგრამ ცხარე კერძებიც ხელს უწყობს ალკოჰოლის მოქმედებას: ამან შეიძლება კუჭის ლორწოს დამწვრობა გამოიწვიოს.
კიტრის მარინადი
კიტრის მწნილისგან განსხვავებით, რომელიც წყლისა და მარილის ბალანსს იცავს ორგანიზმში, კიტრისა და პომიდვრის მარინადი ზედმეტ დატვირთვას აძლევს ღვიძლსა და თირკმელებს.
ყურძენი, ნესვი, საზამთრო
საერთოდ, ხილი კარგად ეხამება ღვინოს, განსაკუთრებით, თეთრს. მაგრამ რაც უფრო ტკბილია ხილი, მით უფრო სასიამოვნოა ორგანიზმისთვის ჯერ მათი გადამუშავება, სიმთვრალე კი უფრო სწრაფად დადგება.
ნესვისა და ძლიერი ალკოჰოლის შეხამება კი პირდაპირი გაგებით აფეთქების ეფექტს იძლევა ნაწლავებზე: ის დუღილს იწყებს!