ბუნების სეზონური საჩუქარი ყოველთვის უნდა გამოიყენოთ, პირველ რიგში კი, ბავშვის მენიუში აქტიურად უნდა ჩართოთ. რა თქმა უნდა, უფროსებისთვისაც ძალიან სასარგებლოა მათი მიღება.
გოგრა
დიეტური პროდუქტი და ვიტამინების ნამდვილი საბადოა. რბილობი ბევრ უჯრედისს შეიცავს და ძალიან დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე. ანტიოქსიდანტები მხედველობას, სმენას, კანის მდგომარეობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემას და იმუნიტეტს აძლიერებს.
შეიცავს С, Е, РР და В ჯგუფის ვიტამინებს. ასევე - რკინას, კობალტსა და თუთიას, რის გამოც ანემიის ან დაბალი ჰემოგლობინის წინააღმდეგ შესანიშნავი საშუალებაა.
ყურძენი
კალიუმის, კალცის, ნატრიუმის, იოდის, ფოსფორის, თუთიის, მაგნიუმისა და ფოლიუმის მჟავის წყაროა.
დამტკიცებულია, რომ ყურძენი სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ეხმარება ანემიას და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. ამბობენ, რომ კიბოსგანაც იცავს. წაიკითხეთ სრულად mshoblebi.ge-ზე...