შესანიშნავი რეცეპტი შემოდგომა-ზამთრის მენიუსთვის.
ინგრედიენტები:
თეთრი ლობიო 200 გ
პომიდორი 2 ც.
ტომატ პასტა 70 გ
საშუალო ზომის ხახვი 2 ც.
ნაღების კარაქი 10 გ
ფქვილი 2 ს/კ.
წყალი 1/2 ლ
თეთრი ღვინო 400 მლ
სოსისი 4 ც.
დაფნის ფოთოლი 1-2 ც.
მარილი, პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
მოხარშეთ ლობიო მარილიან წყალში და გადაიტანეთ საწურზე (დრუშლაგზე).
ხახვი დაჭერით წვრილად. მოხრაკეთ ღრმა ტაფაში, ნაღების კარაქთან ერთად. დაუმატეთ ფქვილი და აურიეთ.
დაამატეთ კუბებად დაჭრილი პომიდორი და დაფნის ფოთოლი. აურიეთ და შუშეთ 10 წუთის განმავლობაში.
შემდეგ დაუმატეთ ღვინო, წყალი და ტომატპასტა. აურიეთ. მოამზადეთ ნელ ცეცხლზე, 20 წთ. პერიოდულად ამოურიეთ.
მიღებულ სოუსში ჩაყარეთ მოხარშული ლობიო და მრგვალ ნაჭრებად დაჭრილი სოსისი. მოაყარეთ მარილი, პილპილი და ცეცხლზე კიდევ 15 წთ გააჩერეთ.
გემრიელად მიირთვით!