2017 წლის ყველაზე პოპულარული და ტრენდული რეცეპტები - ჟურნალ „გემრიელიას“ რედაქტორის ხუთეული
2017 წლის ყველაზე პოპულარული და ტრენდული რეცეპტები - ჟურნალ „გემრიელიას“ რედაქტორის ხუთეული
იყო დრო, როცა სადილის მომზადება ქალის აუცილებელ მოვალეობას წარმოადგენდა, თუმცა დღესდღეობით ქალბატონებს ნაკლები დრო რჩებათ სამზარეულოში ფუსფუსისთვის. შესაბამისად, სახლში მომზადებული კერძები კიდევ უფრო დაფასდა. შესაბამისად, გემრიელი კერძების ავტორებიც თავს ყოველთვის გამორჩეულად გრძნობენ და მათი საშუალებით საზოგადოების პატივისცემასაც იმსახურებენ.

ჟურნალი ”გემრიელია” უკვე წლებია ზრუნავს, რომ თქვენი ყოველდღიური თუ სადღესასწაულო სუფრა გამორჩეული გახდეს. ტრადიციული და ახალი კერძების ორიგინალური რეცეპტები, ფოტოები, რომლებიც კერძის უკეთ აღქმაში გეხმარებათ, რჩევები, რომელთა დახმარებითაც თქვენთვის სასურველ კერძებს მარტივად მოამზადებთ - ამ ყველაფერს გთავაზობთ ჟურნალი „გემრიელია“. სწორედ ამ ფაქტორებმა
განაპირობა, რომ ჟურნალი დამწყები თუ გამოცდილი მზარეულების ერთგული მეგობარი გახდა.

გთავაზობთ ჟურნალ „გემრიელიაში“ დაბეჭდილ 2017 წლის ყველაზე პოპულარულ რეცეპტებს. რეცეპტები ჟურნალის რედაქტორის მიერ არის შერჩეული. აღსანიშნავია, რომ ხუთეულში შედის როგორც კერძები, ისე დესერტები. ხუთეულში ადგილს იკავებს როგორც ყველასთვის კარგად ცნობილი და პოპულარული ნამცხვარი ”ნაპოლეონი”, ისე შედარებით ახალი და პიკანტური ”ტირამისუ”. ყველაზე პოპულარულ კერძებს შორის შეხვდებით ”ნიკორას” ხორცპროდუქტებით მომზადებულ რულეტსაც. „ნიკორა“ რჩევების სახით ჟურნალ „გემრიელიას“ ყოველ ნომერში გთავაზობთ რეცეპტებს. სწორედ ამ რეცეპტებიდან ერთ-ერთი მოხვდა საუკეთესო ხუთეულში.

წაიკითხეთ რეცეპტები, ნახეთ მადისაღმძვრელი ფოტოები და მოამზადეთ ისინი თქვენი საახალწლო სუფრისთვის. მოწონება და დადებითი შეფასება კი გარანტირებული იქნება.

"ჟულიენი" ქათმით



საჭირო მასალა
: 300 გ ქათმის ფილე, 500-600 გ ქამა სოკო, 2 თავი ხახვი, 100 გ ჰოლანდიური ყველი, 150 მლ თხელი ნაღები ან არაჟანი, კარაქი - მოსაშუშად, მარილი, პილპილი.

მომზადება: ქათმის ფილე და სოკო თხლად დავჭრათ, ხახვი – წვრილად. ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი და შევბრაწოთ ქათმის ფილე, დავუმატოთ ხახვი. 1-2 წუთში დავაყაროთ დაჭრილი სოკო და ერთად მოვშუშოთ.
მოშუშულ ინგრედიენტებს დავასხათ ნაღები და 1-2 წუთი ვადუღოთ, სანამ შესქელდება. შემდეგ გავუწყოთ სანელებლები, გადავიტანოთ სასურველ საცხობ ფორმებში, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და 10-12 წუთით შევდგათ ღუმელში, სანამ მოიბრაწება.


ხორცის რულეტი ბეკონში, რეცეპტი „ნიკორასაგან“



გსურთ გააოცოთ მეგობრები? – მოამზადეთ ამგვარი რულეტი. იგი არც ისე რთული მოსამზადებელია და ამასთან, ძალიან ორიგინალურია.

საჭირო მასალა: 800 გ გატარებული ღორის ხორცი, 8-10 ნაჭერი „შაშხი ბეკონი“, 2 ცალი კვერცხი, 0,5 ჭიქა რძე, 1 ს.კ. ტომატ-პასტა, 2 ს.კ. დიჟონის მდოგვი, 3/4 ჭიქა საფანელი, 1/4 ჭიქა დაჭრილი ოხრახუში, მარილი, წიწაკა.

მომზადება: ბეკონის ფენების გარდა, ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ, მიეცით მოგრძო ფორმა და გარშემო შემოახვიეთ ბეკონის ფენები. რულეტი გაახვიეთ ფოლგაში და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედგით. 20 წუთში მოაშორეთ ფოლგა და დაბრაწეთ. ხორცი გამოიღეთ, გააგრილეთ და ფრთხილად დაჭერით.

ქათმის რულეტი ისპანახითა და სულგუნით



საჭირო მასალა
: 2 ცალი ქათმის ფილე, ნახევარი კონა ისპანახი, 100 გ უმარილო ყველი, მარილი, პილპილი, 2 კვერცხი, საფანელი, კარაქი.

მომზადება: ისპანახი გავრეცხოთ და მოვწალოთ ადუღებულ წყალში. შემდეგ ხელით კარგად გავწუროთ.
ქათმის ფილე ჩავჭრათ ისე, რომ წიგნივით გადაიშალოს. მსუბუქად დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი და გულში ჩავუდოთ ისპანახი და ყველი, გადავახვიოთ და დავამაგროთ კულინარიული ძაფით, ისე, რომ არ გაიშალოს. შემდეგ ამოვავლოთ ჯერ კვერცხში, შემდეგ საფანელში და შევწვათ ცხელ ტაფაზე კარაქში.


დაჭრილი ნაპოლეონი კონიაკიანი კრემით



საჭირო მასალა: ცომი, 500 გ მარგარინი, 600 გ ფქვილი, 1 კვერცხი, ლიმონმჟავა - დანის წვერით, 1 ჩ.კ. მარილი, 2 ს.კ. ზეთი, 250 მლ ცივი წყალი, კრემი, 1 ლ რძე, 400 გ შაქარი, 1 ჭიქა ფქვილი, 3 კვერცხის გული, ვანილი, 200 გ კარაქი.

მომზადება: გახეხილი, ცივი მარგარინი და 200 გ ფქვილი ავუროთ, მივცეთ გუნდის ფორმა. წყალში გავხსნათ ლიმონმჟავა, დავუმატოთ კვერცხი, მარილი, ზეთი და ავთქვიფოთ. მასა დავასხათ დანარჩენ ფქვილში და მოვზილოთ საშუალო სიმკვრივის ცომი, დავაფაროთ ტილო და 15 წუთით დავდგათ.

ცომის გუნდა ჯვარედინად გავსეროთ, კონვერტის ფორმით გავაბრტყელოთ - კიდეები მეტად, გული ნაკლებად. გულში ჩავუდოთ მარგარინი, გადმოშლილი გვერდები გადავკეც-გადმოვკეცოთ, ოდნავ გავაბრტყელოთ, მართკუთხედის ფორმა რომ მიიღოს და სამად გადავკეცოთ.

ცელოფანში ჩადებული ცომი მაცივარში 10 წუთით გავაჩეროთ, შემდეგ ასევე გავაბრტყელოთ და 15 წუთით კვლავ მოვათავსოთ მაცივარში. კიდევ ორჯერ გავიმეოროთ ეს პროცედურა. ბოლო დამუშავებისას ცომი რულეტივით გადავახვიოთ და მაცივარში სველ ტილოში გახვეული მინიმუმ 3 საათით მოვათავსოთ.

ცომი დავჭრათ სასურველი ზომისა და ფორმის ნაჭრებად და 220 გრადუსზე გამოვაცხოთ. როცა კარგად ამოვა და გაოქროსფრდება, 180 გრადუსზე დავუწიოთ ტემპერატურა და გამოვაშროთ.

კრემის ინგრედიენტები (კარაქის გარდა) კარგად ავურიოთ და დაბალ ცეცხლზე დავდგათ. მუდმივი მორევით მოვხარშოთ კრემი. როცა წამოდუღდება და შესქელდება, გადმოვდგათ და გავაცივოთ. კარაქი გავთქვიფოთ, შევათქვიფოთ ცივი კრემი და ვანილი.
ნაპოლეონის ნაჭრები 2-3 ნაწილად გავჭრათ და წავუსვათ კრემი. შეგვიძლია, რამდენიმე ნაჭერი დავფხვნათ და კრემწასმულ ნამცხვარს ზემოდან მოვაყაროთ.

კენკრის ტირამისუ



საჭირო მასალა: 600 გ ბისკვიტი სავოიარდი („ქალის თითები“), 4 ცალი ახალი კვერცხი, 300 მლ ყავა, 500 გ მასკარპონე, 100 გ შაქარი, 500 გ კენკრა (მაყვალი, ჟოლო, მოცხარი და ა.შ.)

მომზადება: კვერცხის გულებს დავაყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ გათეთრებამდე. დავუმატოთ მასკარპონე და გავაგრძელოთ თქვეფა. ცალკე ჯამში ცილებისგან ამოვიყვანოთ ბეზე და ეს ორი მასა ხის ჯოხით გადავურიოთ ერთმანეთში.

სავოიარდი ამოვავლოთ მომზადებულ ყავაში, ჩავასხათ მრგვალ ყალიბში, დავადოთ ზემოდან კრემი და მოვაყაროთ კენკრა. ასე გავიმეოროთ რამდენიმე ფენა. ბოლოს გვერდები "შევკრათ" სავოიარდით. ზემოდან გავაფორმოთ სურვილის მიხედვით.



კომენტარები (2)
გოჩა
ნაპოლეონსა და კიდევ ერთ ნამცხვარს პირდაპირ ეტყობა ვიზუალზე რომ კრემი ნატურალური ინგრედიენტებით არ არი დამზადებული, ზუსტათ ისეთია მაღაზიებში რომ იყიდება და პირში არ ცაიდება, თვითონ ნამცხვარი მარგანინით არის გამომცხვარი და არა კარაქით, სტატიას როდესაც წერთ ინტერნეტში და გინდათ რომ მოგბაძონ ყველაფერი პროფესიონალურად და კარგად უნდა გააკეთოთ
ლანა
უმი კვერცხის მიღება ცოტა სახიფათოა :) გათქვეფილ ნაGებს დაუმატეთ მასკარპონე და მშვენიერი, ჰაეროვანი კრემი გამოვა ტირამისუსთვის ( შაქარი გემოვნების მიხედვით)
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
5 პროდუქტი, რომელიც დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს და აუცილებლად უნდა მიირთვათ ზამთარში
14:24 / 15-12-2017
ზამთარში აუცილებლად უნდა აიმაღლოთ ორგანიზმში D ვიტამინის დონე. მისი ნაკლებობა უარყოფითად აისახება კბილებსა და ძვლებზე. ზამთარში ადამიანი მოკლებულია მზის სხივებს, რაც D ვიტამინის ნაკლებობას იწვევს.
2018 წლის საუკეთესო სალათა - "ძაღლუკა"
13:42 / 14-12-2017
ლამაზი, მიმზიდველი, ძაღლისგამოსახულებიანი სალათა საახალწლო სუფრასაც გაგილამაზებთ, ბავშვებსაც მოეწონებათ და სტუმრების აღფრთოვანებასაც დაიმსახურებს. ინგრედიენტები ხელმისაწვდომია და ადვილი გასაკეთებელი.
"ოლივიე" შეფ-მზარეულის, რუსიკო შამათავას რეცეპტით
11:09 / 14-12-2017
გთავაზობთ განსხვავებულ "ოლივიეს" შეფ-მზარეულ რუსიკო შამათავას რეცეპტის მიხედვით.
5 შესანიშნავი დესერტი ახალი წლის ღამისთვის
11:45 / 13-12-2017
საახალწლო ნადიმის ღირსეული ფინალი, რა თქმა უნდა, უჩვეულო დესერტია. ჩვენ შემოგთავაზებთ 5 შესანიშნავ რეცეპტს, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას დაამშვენებს.
ტრადიციული ევროპული საახალწლო დესერტი
10:30 / 13-12-2017
ეს ნამცხვარი ევროპაში, შობა-ახალი წლის პერიოდში თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება. „საშობაო მორი“ - ასე ჰქვია გემრიელ დესერტს, რომლის კლასიკურ რეცეპტს ჩვენ შემოგთავაზებთ.
კრეატიული ქაფქეიქები საახალწლო სუფრისთვის (იდეები)
14:30 / 12-12-2017
ნამცხვარს ვაცადოთ გაცივება, შემდეგ საკონდიტრო ტომრის საშუალებით ლამაზად დავასვათ ნაღების კრემი და მოვაყაროთ ფერადი, მოსართავი ბურთულები.
სანელებლები, რომლებიც გახდომაში დაგეხმარებათ
12:21 / 12-12-2017
სანელებლების დახმარებით დაწვავთ ზედმეტ ცხიმებს, კალორიებს და გაიუმჯობესებთ მეტაბოლიზმს.
3 სახის საოცარი ცომი კეფირით
11:09 / 12-12-2017
ცომი უნდა დაასხათ ტაფაში და დაამატოთ გულსართს
სასწრაფოდ შეიტანეთ მენიუში: მსოფლიოში 8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული
15:25 / 11-12-2017
მსოფლიოში არსებული მრავალფეროვანი ბოსტნეულიდან ერთი ყველაზე სასარგებლოს გამორჩევა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ შევარჩიეთ 8 სასარგებლო ბოსტნეული, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩართოთ რაციონში, თუ გსურთ, ჯანმრთელი იყოთ.
საახალწლო საცივი - გამოცდილი რეცეპტი
14:06 / 08-12-2017
სუფრაზე მიტანის წინ მოასხით გამოწურული ზეთი.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31