სანელებლების დახმარებით დაწვავთ ზედმეტ ცხიმებს, კალორიებს და გაიუმჯობესებთ მეტაბოლიზმს.
ჩილი - თუ ცხარე საკვების მოყვარული ხართ, წითელი მწარე წიწაკა უხვად გამოიყენეთ კერძებში. იგი კალორიებს წვავს და აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.
ჯანჯაფილი - ანთების საწინააღმდეგო და მადის დამაქვეითებელი თვისება აქვს. ერთ-ერთი საუკეთესო სანელებელია გახდომის მსურველთათვის. დაუმატეთ კერძებში, დალიეთ ჯანჯაფილის ჩაი.
დარიჩინი - ზედმეტი წონის ერთ-ერთ მიზეზად სისხლში შაქრის დონის არასტაბილურობა ითვლება, რასაც დარიჩინი მოგიწესრიგებთ. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ზედმეტი ცხიმის მოშორება წელის მიდამოებში სურს.
კურკუმა - ინდური სამზარეულოს მთავარი სანელებელია. იგი დადებითად მოქმედებს ღვიძლის მუშაობაზე. განსაკუთრებით სასარგებლოა ახალნამშობიარები ქალბატონებისთვის.
ილი - განსაკუთრებით სასარგებლოა ცილის დიეტის მიმდევართათვის.
მდოგვი - საუკეთესო სანალებელია მათთვის, ვისაც ნივთიერებათა ცვლა მოუწესრიგებელი აქვს. წვავს ცხიმებს, მაგრამ ნუ გათამამდებით, ზომიერად მიიღეთ.
ქინძის თესლი - ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა, ორგანიზმიდან წიდები გამოაქვს. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც დიეტაზეა და მუდმივი შიმშილის გრძნობა აწუხებს.
პილპილი - ნივთიერება პიპერინის წყალობით, რომელიც პილპილში უხვადაა, ორგანიზმში არ დაგიგროვდებათ ცხიმები. იგი კალორიების წვაშიც გეხმარებათ და ქოლესტერინის დონესაც დაგირეგულირებთ.
ძირა - გაგიუმჯობესებთ კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, დაგირეგულირებთ შაქრის დონეს სისხლში.
ნიორი - საუკეთესო ცხიმმწველი პროდუქტია. თუ სუნი არ გაღიზიანებთ, მიირთვით უმი სახით.
მადის დასაკარგი ჩაი – 7 თვეში 15 კილოგრამი