თუ ჯერ კიდევ არ დასწრებიხართ გემრიელი კერძების მომზადებას, რომელსაც თავად შეფ-მზარეული უნიკალურად ამზადებს, მაშინ ეს ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ.
26 დეკემბერს, სამშაბათს, 20:00 საათზე იტალიურ კაფე „პიატოში“ განსაკუთრებული საღამო გელით. ერთგული მომხმარებლების საყვარელი შეფ-მზარეული მიშა ბერძენიშვილი სპეციალურად მოსული სტუმრებისთვის დარბაზში უნიკალურ „ზამთრის სალათას“ მოამზადებს ცეცხლმოკიდებული სოუსით.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ მოწვეული მუსიკოსები საქსაფონითა და როიალით. თუმცა ეს ყველაფერი არაა. ”პიატო” მომხმარებლებს ნებისმიერ ალკოჰოლურ სასმელზე ამ საღამოს 30%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს.
"ბავშვობიდან მიზიდავდა ლამაზი კერძების მომზადება. სახლშიც სულ ამ პროცესს ვუყურებდი. დროთა განმავლობაში დავფიქრდი, მეკეთებინა ის, რაც ძალიან მიყვარს და კულინარიის შესწავლა დავიწყე. უკვე 7 წელია ამ სფეროში ვარ და დღითიდღე ვრწმუნდები, რომ სამზარეულო ნამდვილად ამოუწურავია. შესაბამისად, მუდმივად ვფიქრობ, რა შეიძლება გაკეთდეს ახალი და გემრიელი ჩვენი მომხმარებლისთვის. 26-ში მოსულ სტუმრებს საინტერესო სანახაობა ელით, მათ თვალწინ მოვამზადებ განსხვავებულ „ზამთრის სალათას“, რომელიც ჩვენს მენიუში არ არის. შესაბამისად, გექნებათ შესაძლებლობა, დააგემოვნოთ და ამასთან ერთად, ძალიან კარგ გარემოში მუსიკის თანხლებით სასიამოვნო საღამო გაატაროთ მეგობრებთან ერთად. ასე რომ, გელოდებით“, – აცხადებს შეფ-მზარეული მიშა ბერძენიშვილი.
აღნიშნული საღამო გაიმართება თბილისში, კანდელაკის 7 (გაგარინის მოედანი) ნომერში მდებარე "ბიბლუსი გალერეაში", კაფე "პიატოში".
R