თევზის მომზადების 12 საიდუმლო, რომელიც საქმეს ძალიან გაგიმარტივებთ
თევზის მომზადების 12 საიდუმლო, რომელიც საქმეს ძალიან გაგიმარტივებთ
თევზი სასარგებლო და გემრიელი საკვებია. მისი მომზადება ბევრ დიასახლისს არ უყვარს. თუნდაც, სუნის ან გასუფთავების გამო. ჩვენ გასწავლით წესებს, რომელთა გამოყენებაც არ გაგიჭირდებათ და თევზი ხშირად დაიკავებს ადგილს თქვენს სუფრაზე.

1. მომზადებამდე თევზი წყლით სავსე ჭურჭელში მოათავსეთ. თუ ჩაიძირა, ე.ი. ახალია. თუ არა, აღარ მოამზადოთ.

2. იმისათვის, რომ შეწვის დროს თევზის სუნმა არ შეგაწუხოთ, ტაფაში მოათავსეთ გაფცქვნილი და დაჭრილი კარტოფილი.

3. თევზის მოხარშვამდე მარილი ბულიონში უნდა ჩაყაროთ.

4. დამარილებულ თევზს
ადვილად გაასუფთავებთ, თუ ცოტა ხნით წყალში ჩადებთ. ის დაიბერება და ადვილად მოეცლება კანი.

5. შეწვისას თევზი რომ არ დაიშალოს, მომზადებამდე 15 წუთით ადრე მოაყარეთ მარილი.

Фотография:  в стиле ,  – фото на InMyRoom.ru
6. თუ თევზი ძალიან მარილიანია, გამოყენებამდე 4-6 საათით ადრე მოათავსეთ წყლიან ჯამში. წყალი გამოუცვალეთ ყოველ 1-2 საათში ერთხელ. დამბალი თევზის შენახვას არ გირჩევთ.

7. პატარა თევზს მუცლის გაჭრის გარეშეც შეგიძლიათ გამოუღოთ შიგნეულობა. ამისათვის გაუჭერით ლაყუჩები, გადაუტეხეთ ხერხემალი და წაცლილ თავთან ერთად გამოწელავთ.

8. თუ გსურთ, შეწვისას თევზს ოქროფერი, ხრუკუნა კანი ჰქონდეს, შეწვამდე ზეთში ცოტა მარილი ჩაყარეთ. თავად თევზი კი შეწვამდე ქაღალდის ხელსახოცით შეამშრალეთ.

9. თევზს ქერცლი ადვილად რომ გააცალოთ, ჯერ ცხელ წყალში ჩადეთ, შემდეგ ძმრიან თბილ წყალში. გაწმენდა კი ზურგიდან თავისა და მუცლის მიმართულებით დაიწყეთ.

Фотография:  в стиле ,  – фото на InMyRoom.ru
10. გაყინული თევზი ცივ წყალში მოხარშეთ, დაჭრილი პატარა თევზები - ადუღებულ წყალში.

11. მოხარშვისას გაზს ძალიან არ უნდა აუწიოთ. თავიდან მაღალ ცეცხლზე დადგით თევზიანი ქვაბი. როგორც კი დუღილს დაიწყებს, დაუწიეთ, მაგრამ წყალი არ უნდა წყვეტდეს მოძრაობას.

12. თუ თევზის ფილეში ასანთის ღერი რბილად შედის, თევზი მოხარშულია.

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
რა ასაკიდან უნდა ჭამოს ბავშვმა ყურძენი - რჩევები მშობლებს
0
0
0 /
0 წ
0
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ყველაზე გემრიელი "მადამ ბოვარი"
15:42 / 19-01-2018
კარტოფილი უნდა იყოს წინასწარ მოხარშული ან თუნდაც შემწვარი. მაგალითად, თუ წინა სადილიდან შემწვარი კარტოფილი დაგრჩათ, გამოიყენეთ ამ კერძში.
ყველის შენახვა მინის ქილებში - ბებოს ნასწავლი მეთოდი
18:07 / 18-01-2018
ყველის შესანახად წათხი თითქმის ყველა ოჯახში მზადდება. დიასახლისები ყოველთვის ყურადღებით ინიშნავენ კარგი წათხის რეცეპტებს, რადგან შენახვისას ყველს გემოს შეცვლა ახასიათებს. კარგი წათხი კი ამ უსიამოვნებას აგარიდებთ თავიდან.
იცით თუ არა, რომ პირველი პიცა იტალიაში სულაც არ დაუმზადებიათ?
19:16 / 15-01-2018
პიცა, რომელიც იტალიურ ტრადიციულ კერძად მიიჩნევა, პირველად იტალიაში სულაც არ მოუმზადებიათ.
9 მეთოდი, თუ როგორ გამოვიყენოთ ამჟავებული რძე
12:36 / 10-01-2018
ამჟავებული რძის სუნი დილით კაპუჩინოსა და ფაფის გარეშე გვტოვებს, მაგრამ ნუ იჩქარებთ მის გადაღვრას.
ალოე ვერა - მცენარეული ინგრედიენტი, რომელიც ნებისმიერ პროდუქტს სამკურნალო თვისებებით ამდიდრებს
12:38 / 04-01-2018
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
 26 კულინარიული საიდუმლო, რომელიც სამუდამოდ შეგაყვარებთ სამზარეულოს
16:39 / 03-01-2018
ყველაფერი ბევრად იმაზე მარტივადაა, ვიდრე თქვენ გგონიათ...
როგორ გავფცქვნათ მარტივად და სწრაფად კივი (+ვიდეოგაკვეთილი)
12:44 / 03-01-2018
დაგვეთანხმებით, კივის ბუსუსებიანი კანის დიდხანს ხელში ჭერა და მისი დანით გაფცქვნა სასიამოვნო პროცესი არ არის.
დროა, გადაყაროთ სალათები - საახალწლო კერძების შენახვის ვადები
10:54 / 03-01-2018
მიუხედავად იმისა, რომ დიასახლისები ირწმუნებიან, ოჯახს ერთი კვირის განმავლობაში ერთ ქვაბ "ოლივიეს" ვამყოფინებთო, ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში - ეს ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
10 დეტოქს-პროდუქტი, რომელიც დღესასწაულებზე გიხსნით
12:48 / 01-01-2018
წვეულებები, კორპორატივები, საახალწლო სუფრები... მოამარაგეთ ორგანიზმი ამ პროდუქტებით, ღვიძლსა და თირკმელებზე დატვირთვის შესამსუბუქებლად!
ცეცხლმოკიდებული სალათის ქრონიკები - რა მოხდა "პიატოში"?
13:22 / 28-12-2017
26­ დეკემბრის ღამეს "პიატოში" ის უნდა მომხდარიყო, რაც მანამდე არავის ენახა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი