კროკ-მადამი — მარტივი და გემრიელი ფრანგული საუზმეა.
ინგრედიენტები:
- ტოსტის პური - 4 ნაჭერი
- ლორი 2 ნაჭერი
- ყველი 4 ნაჭერი
- კვერცხი 2 ცალი
- ნაღების კარაქი გემოვნებით
მომზადების წესი:
პურის ოთხივე ნაჭერს თხლად კარაქი წაუსვით (ცალი მხრიდან).
სუფთა მხრიდან დადეთ ტაფაზე და ცოტათი შებრაწეთ. არ დაახუროთ ხუფი.
ზემოდან დაადეთ ყველი, ლორი, ისევ ყველი, დაახურეთ პურის მეორე ნაჭერი (კარაქით ქვემოთ).
ორივე სენდვიჩი შედეთ გახურებულ ღუმელში 5 წუთით. მოამზადეთ კვერცხის თვალი ("გლაზოკი") და დაადეთ სენდვიჩებს.
გემრიელად მიირთვით!