ლამაზი შოკოლადის ხვეულები ტორტების და ნამცხვრების მოსართავად იდეალურია. მისი მომზადება ძალიან ადვილია.
დაადნეთ შოკოლადი და დაასხით სამზარეულოს მაგიდის ზედაპირზე ან მყარ დაფაზე. დატოვეთ რამდენიმე წუთი. შოკოლადი ცოტა უნდა გამაგრდეს.
შემდეგ დიდი დანის დახმარებით დაიწყეთ აფხეკვა, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. შოკოლადის ქერქის სისქე დამოკიდებული იქნება დანის პირის სისქეზე.