ორცხობილა "მადლენი" - ცნობილი ფრანგული დესერტია.
ინგრედიენტები:
კვერცხი 2 ცალი
შაქარი 100 გ
ფქვილი 100 გ
გამაფხვიერებელი 1/2 ჩ/კ
რძე 1,5 ს/კ
ნაღების კარაქი 100 გ
დარიჩინი 1,5 ჩ/კ
კოჭას ფხვნილი - მწიკვი
მუსკატის კაკლის ფხვნილი - მწიკვი
მარილი - მწიკვი
მომზადება:
ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. დაუმატეთ დარბილებული კარაქი და რძე. განაგრძეთ თქვეფა.
ცალკე ჯამში შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, მარილი და სანელებლები.
დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტების ნარევი მომზადებულ მასას და გააკეთეთ ერთგვაროვანი ცომი. დატოვეთ 20 წთ.
ორცხობილის ფორმებს წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. გადაიღეთ ცომი და აცხვეთ 200С ღუმელში, 8-10 წთ.
გემრიელად მიირთვით!
ბლინის რულეტები თეთრი შოკოლადით - მარტივად მოსამზადებელი გემრიელი დესერტი