გთავაზობთ ძალიან ნოყიერი და გემრიელი კერძის რეცეპტს.
ინგრედიენტები:
- ხახვი საშუალო - 3 ც
- ზეითუნის ზეთი - 3-4 ს/კ
- საქონლის ფარში - 1 კგ
- სტაფილო საშუალო - 3 ც
- მწვანე ბარდა (გაყინული) - 100 გ
- ბულიონის კუბი - 2 ც
- კარტოფილი - 2 კგ
- კვერცხი - 1 ც
- რძე - 250 მლ
- ნაღების კარაქი - 80 გ
- დაფხვნილი საფანელი ("სუხარი") - 6 ს/კ
- მარილი, პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
გაფცქვენით კარტოფილი, მოათავსეთ ქვაბში, ხარშეთ მარილიან წყალში 40 წთ.
გაფცქვენით ხახვი და სტაფილო. დაჭერით პატარა კუბებად. შეწვით ზეითუნისზეთიან ტაფაზე 5-10 წთ.
დაუმატეთ საქონლის ფარში, მოაყარეთ მარილი, აურიეთ და მოშუშეთ 10 წთ. დაუმატეთ მწვანე ბარდა და ბულიონის კუბები. დაასხით დაახლოებით 1 ლიტრამდე წყალი, ხარშეთ 30 წთ.
როდესაც კარტოფილი მზად იქნება, გააკეთეთ პიურე. დაუმატეთ კვერცხი, რძე და 40 გრ კარაქი. აურიეთ.
საცხობ ფორმაში ჩადეთ ხორცი, ზემოდან თანაბრად გაანაწილეთ კარტოფილის პიურე. მოაყარეთ დაფხვნილი საფანელი და დაუმატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარაქი.
აცხვეთ 180С-ზე ღუმელში, 30 წთ.
გემრიელად მიირთვით!