ფაფა ყველას არ უყვარს, მაგრამ წიწიბურა გამონაკლისია. მის სასარგებლო თვისებებზე ალბათ გსმენიათ, თუმცა, არსებობს 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჭამოთ წიწიბურა ხშირად.
- წიწიბურას ფაფა უნიკალური დიეტური პროდუქტია. შეიცავს სასარგებლო ცილას, ამინომჟავებს. მარხვის პერიოდში იდეალურად ანაცვლებს ხორცს.
- სხვა ფაფებისგან განსხვავებით, აუმჯობესებს შაქრის დონეს სისხლში. ამიტომაა სასარგებლო დიაბეტიანებისთვის.
- ფოლიუმის მჟავითა და "პე" ვიტამინითაა მდიდარი. აუმჯობესებს იმუნიტეტს. დაგიცავთ ანემიისგან და ამავდროულად, გაგიძლიერებთ კაპილარებს.
- წიწიბურას ფაფა იცავს ორგანიზმს ონკოლოგიური დაავადებებისგან. მდიდარია ფლავონოიდებით, რომლებიც ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს და ამგვარად იცავენ ორგანიზმის უჯრედებს.
- დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ისაა, რომ ის გენმოდიფიცირებული პროდუქტი არაა. ის შეგიძლიათ თამამად და ხშირად აჭამოთ ბავშვებს და თავადაც მიირთვათ. გარდა ამისა, წიწიბურა არაა დაბინძურებული ნიტრატებით.