ინგრედიენტები:
ფქვილი 250 გ
შაქარი 200 გ
ნიგოზი 150 გ
კვერცხი 3 ც
კარაქი 180 გ
გამაფხვიერებელი 1/2 პაკეტი
ყავის ექსტრაქტი 2 ს/კ
მომზადება:
ნიგოზი მსუბუქად მოხალეთ ტაფაზე და დაჭერით დანით.
ათქვიფეთ შაქარი (150 გ) და კვერცხი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი.
ნელ-ნელა დაუმატეთ დარბილებული კარაქი, ფქვილი და ყავის ექსტრაქტი. ათქვიფეთ.
დაუმატეთ 100 გ დაჭრილი ნიგოზი და აურიეთ.
ცომი გადაიტანეთ კექსის საცხობ ფორმაში და აცხვეთ 160С გრადუსზე, 40 წთ.
მოამზადეთ კარამელი. ჩაყარეთ ჯამში დარჩენილი შაქარი და დაადნეთ ნელ ცეცხლზე. უნდა მიიღოთ სქელი სიროფი.
სიროფში ჩაასხით დარჩენილი ნიგოზი. აურიეთ და კარამელიანი ნიგვზები გადაიღეთ პერგამენტზე.
გაგრილებული კექსი მორთეთ კარამელიანი ნიგვზით.
გემრიელად მიირთვით!