იმისათვის, რომ გოგრის პიურე მოამზადოთ, გოგრის შიგთავსი (ქერქისა და კურკების გარეშე) დაჭერით პატარა კუბებად. დადეთ საცხობ სინზე და აცხვეთ 180 გრადუსზე, 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ დააბლენდერეთ მასა.
ზარმაცების ვარიანტი: შედეთ 5-7 წთ მიკროტალღურ ღუმელში და შემდეგ დააბლენდერეთ.
ინგრედიენტები:
ხორბლის ფქვილი 200 გ.
გოგრის პიურე 200 გ.
შაქარი 140 გ.
შაქრის პუდრა 0,5 ჭ.
ზეთი მზესუმზირის 110 გ.
კვერცხი 2 ცალი.
ვანილის შაქარი 10 გ.
შავი შოკოლადი 70 გ.
გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ.
სოდა 0,5 ჩ/კ.
მარილი მწიკვი.
ხაჭო 300 გ.
სახამებელი 2 ჩ/კ.
მომზადების წესი:
გაცერით ფქვილი, შეურიეთ გამაფხვიერებელი და სოდა. დაუმატეთ მარილი, ჩვეულებრივი შაქარი და ვანილიანიც. ცალკე ათქვიფეთ კვერცხები და აკურატულად შეურიეთ ერთმანეთს. დაუმატეთ ზეთი. ათქვიფეთ.
გაყავით ცომი. ერთში ჩაამატეთ გოგრის პიურე, მეორეში - დამდნარი შოკოლადი. ორივე ათქვიფეთ.
მაფინების საცხობ ფორმებში ჩააფინეთ ქაღალდის ფორმები. ძირში ჩაასხით 2 ს/კ შოკოლადის მასა, შემდეგ გოგრის. ფორმები ბოლომდე არ შეავსოთ. აცხვეთ 25 წთ 200 გრადუსზე.
კრემისთვის ათქვიფეთ ხაჭო და შაქრის პუდრა. შეურიეთ სახამებელი. საკონდიტრო ტომრით გააკეთეთ კრემის "ქუდები" მაფინებზე.
გემრიელად მიირთვით!