ძნელია, ნახო ადამიანი, ვისაც შემწვარი კარტოფილი არ უყვარს.
სცადეთ, შეწვათ კარტოფილი ამ რეცეპტით.
ინგრედიენტები:
- არტოფილი 500 გრ
- ზეთი
- ნიორი 2 კბილი
- ოხრახუში რამდენიმე ღერი
- კარაქი 1 ს/კ
- მარილი, პილპილი (ან სვანური მარილი) გემოვნებით
მომზადების წესი:
- გაფცქვენით ნიორი და წვრილად დაჭერით.
- ოხრახუშიც დაჭერით წვრილად.
- ტაფა გააცხელეთ, დაასხით ზეთი და შეწვით კარტოფილი (ხშირად ნუ მოურევთ, რომ არ ჩაიშალოს).
- ათი წუთის შემდეგ მოაყარეთ მარილი, პილპილი და გააგრძელეთ მისი დაბრაწვა.
- ბოლოს ჩააგდეთ კარაქი და ტაფა შეანჯღიეთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს ცხიმი.
- როდესაც მზად იქნება, გამორთეთ ცეცხლი. კარტოფილს დააყარეთ ნიორი და მწვანილი, მოურიეთ და დაახლოებით 10 წთ დატოვეთ ტაფაში, რომ კარტოფილს არომატი კარგად გაუჯდეს.
გემრიელად მიირთვით!