გთავაზობთ უგემრიელესი საწებლის რეცეპტს, რომელიც განსაკუთრებით უხდება მწვადს.
ინგრედიენტები:
- პომიდორი 500 გ
- ხახვი 1 ც
- მწვანილი 0,5 კონა
- ოხრახუში 0,5 კონა
- ბაზილიკი 0,5 კონა
- ქინძი 0,5 კონა
- ნიორი 5 კბილი
- წითელი წიწაკა 1 ც
- მზესუმზირის ზეთი 100 მლ
- მარილი, შაქარი, ძმარი და შავი პილპილი - გემოვნებით.
მომზადება:
- გარეცხეთ პომიდორი და დაასხით მდუღარე წყალი.
- მოაცილეთ კანი და მსხვილად დაჭერით.
- ხახვი დაჭერით პატარა კუბებად, ჩაყარეთ ქილაში და დაასხით ძმრიანი წყალი. ქილა შეანჯღრიეთ და დატოვეთ, რომ მარინადი მომზადდეს.
- ტაფაზე დაასხით ზეთი და დააწყვეთ პომიდვრის ნაჭრები. შუშეთ, სანამ სოუსი არ იქნება მზად.
- გაატარეთ ბადეში. თუ სოუსი ძალიან სქელია, გააზავეთ გადადუღებული წყლით.
- წვრილად დაჭერით წიწაკა. დაუმატეთ პომიდორს მარილთან, შაქართან და ძმართან ერთად.
- შუშეთ. დაუმატეთ ნიორი (გახეხილი). დააფარეთ ტაფას თავსახური და გააჩერეთ. ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და დამარინადებული ხახვი.
- სოუსი შეგიძლიათ მაშინვე მიირთვათ ან შეინახოთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!