https://advertlinege.adocean.pl/ad.xml?id=Cj9G3TPb4gzYSyBFQT.nseEoINF3iuN_PDxg6ksxW6z.F7
მწვანე პომიდორი ზამთრისთვის - Marao
მწვანე პომიდორი ზამთრისთვის
მწვანე პომიდვრის მჟავე:
ინგრედიენტები:
- პომიდორი 1 კგ.
- ნიახური 50 გ.
- ოხრახუში 50 გ.
- ქინძი 50 გ.
- ნიორი 50 გ.
- წითელი წიწაკა 1 ც.
- წყალი 1 ლ.
- მარილი 2 ს/კ.
მომზადების წესი:
- პომიდორი გარეცხეთ, გააშრეთ, ამოაჭერით "ჭიპი".
- სათითაოდ ჩაჭერით იქსის ფორმაზე. ბოლომდე არ გაჭრათ.
- წყალში გახსენით 2 ს/კ მარილი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- მწვანილი, წიწაკა და ნიორი წვრილად დაჭერით და აურიეთ.
- ჩაის კოვზით გამოტენეთ პომიდვრები შიგთავსით.
- მოათავსეთ პომიდვრები დიდ ქილაში. დაასხით მარილწყალი ისე, რომ პომიდვრები მთლიანად დაიფაროს.
- დაახურეთ ქილას თავსახური. 2-3 დღე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, შემდეგ მაცივარში შეინახეთ 7-10 დღე.