ზაფხული - საუკეთესო პერიოდია სახლის კოქტეილებისთვის.
მწვანილი გვაძლევს სხვადასხვა არომატული სიროფების, სასარგებლო ნაყენების და ლიქიორების დამზადების საშუალებას. საღამოს მეგობრებთან ერთად შეკრებებს და ყინულით სავსე გემრიელი ალკოჰოლური კოქტეილების დალევას დამეთანხმებით, რომ არაფერი ჯობს.
- როზმარინის ტოტი, რამდენიმე ფოთოლი ბაზილიკა, პიტნა, უფრო მეტ გემოს მისცემს თქვენს სასმელს, ბალახები ხილის სიტკბოს საკმაოდ კარგად ანეიტრალებს, ხოლო საზაფხულო კოქტეილები, კერძების მსგავსად, მეტ ამაღელვებელ პიკანტურობას ითვისებს.
კოქტეილი „მეთევზე“
ბროწეულის სიმჟავის ხაზის გასასმელად, სასმელში ამატებენ როზმარინს, ხოლო რამდენადაც როზმარინს თევზის კერძს უმატებენ, კოქტეილიც შესაბამისად იხდენს ამ სახელწოდებას.
ინგრედიენტები
- 60 გრამი ჯინი
- 15 გრამი ბროწეულის წვენი
- 1 ჩაის კოვზი ფორთოხლის „ბიტერი“ (ალკოჰოლური სასმლის დანამატი - “Orande Bitter”)
- 1 ჩაის კოვზი ანგოსტურა (კარიბული რომის სახელწოდება)
- 1 ფორთოხლის ცედრა
- 1 ტოტი როზმარინი
მომზადების წესი
- მაღალი ზომის ჭიქაში 60 გრამი ჯინი დაასხით, ანგოსტური და ფორთოხლის “ბიტერს“ დაუმატეთ ანგოსტური.
- ჩააგდეთ ჭიქაში ყინულის დიდი ნატეხი.
- ზემოდან დაადეთ ფორთოხლის ცედრა და როზმარინის ტოტი.
გემრიელად მიირთვით
წყარო