საზოგადოებაში არსებობს ერთი ცნობილი მითი, რომ პურ-ფუნთუშეული არასასარგებლო პროდუქტია. თუმცა ეს სრულიად არასწორი წარმოდგენაა. თუ სწორად შეარჩევთ პროდუქტს და მას ზომიერად მიირთმევთ, ის ჯანმრთელობისთვის საზიანო კი არა, მეტად სასარგებლო პროდუქტია. ხორბლეულის მიღება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკს, ასევე - სიმსივნისა და დიაბეტის, ინფექციური დაავადებების. თუმცა მისი მიღებისას გარკვეული ნორმები უნდა დაიცვათ. მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვაც. სასურველია, რომ დღე-ღამეში ორი ულუფა პურეული მიიღოთ.
ქართულ ბაზარზე პურ-ფუნთუშეულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრენდი არის „მადამ დე“, რომელიც უკვე 20 წელია, ხარისხიან პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ხარისხის შენარჩუნებისა და პროდუქციის უსაფრთხოების მიზნით კომპანია ყოველწლიურად საერთაშორისო დონის აუდიტს გადის. წელიწადში ორჯერ კი საწარმოს თანამშრომლებს უტარდებათ სამედიცინო შემოწმება და ესწრებიან სხვადასხვა სახის, განვითარებისთვის აუცილებელ ტრენინგს.
„მადამ დე“ წარმოების უნიკალური ტექნოლოგიით გამოირჩევა და სწორედ ამიტომ კომპანიის მიერ წარმოებული თითოეული პროდუქტი ბაზარზე არსებული ყველა სხვა პროდუქტისგან განსხვავებულია.
„მადამ დეს“ პურ-ფუნთუშეულის შეძენა ქვეყნის მასშტაბით 500-მდე სავაჭრო ობიექტშია შესაძლებელი. მისი შეძენა შეგიძლიათ „ნიკორას“, „კარფურის“, „ფუდმარტის“, „ორი ნაბიჯის“, „გუდვილის“, „ფრესკოსა“ და „სპარის“ ქსელში.
კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც „მადამ დეს“ პროდუქციის ხარისხს ადასტურებს, მისი შენახვის მოკლე ვადაა. შენახვის ხანგრძლივი პერიოდით მხოლოდ ის პროდუქტები ხასიათდება, რომელთა შემადგენლობაშიც არაერთი ქიმიური დანამატია. მათი რეგულარული მიღება კი ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს.
„მადამ დეს“ ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტი მაფინია, რომლის რეცეპტის შესაქმნელადაც სპეციალურად ჩამოიყვანეს ცნობილი კონდიტერი ისრაელიდან. კომპანია მაფინის რამდენიმე სახეობას აწარმოებს და თითოეულის გემო გამორჩეული და დასამახსოვრებელია.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „მადამ დე“ ფიქრობს საკუთარ მომხმარებელსა და მათ საჭიროებებზე. ამიტომ ისეთ პროდუქტს ქმნის, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს. საწარმოს მიერ შექმნილი ბურგერისა და ჰოთ-დოგის პურები, ტოსტის პურები, ბლითები საუკეთესო საშუალებაა გემრიელი და ნოყიერი საუზმის თუ სადილის მარტივად და სწრაფად მოსამზადებლად. თანამედროვე სამყაროში ხომ დრო ყველაზე ძვირად ფასობს და ქალბატონებს ბევრი დრო აღარ რჩებათ სამზარეულოში მრავალფეროვანი კერძების მოსამზადებლად. სწორედ ამიტომ უპირატესობას სწრაფად მოსამზადებელ კერძებს ანიჭებენ. „მადამ დეს“ პროდუქტებით კი ეს ყველაფერი მარტივად შესაძლებელია.
„მადამ დეს“ მაფინები საუკეთესო პროდუქტია სტუმრად წასაღებადაც. ის ბავშვებსაც ძალიან უყვართ, თქვენ კი შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რომ თქვენი პატარები სასარგებლო და უსაფრთხო ფუნთუშეულს მიირთმევენ.
www.madamde.ge
R