თითქმის ყველა საინტერესო და ჯანსაღი რეცეპტი მოსინჯე მზარეულის წიგნიდან? გიზიარებთ იდეას, თუ როგორ მოამზადო საუკეთესო დიეტური წვნიანი, რომელიც დაგეხმარება გახდომაში და ამავდროულად, უზრუნველყოფს ორგანიზმის სიჯანსაღეს.
რა მოვამზადოთ ვახშმისთვის ისე, რომ წონაში არ მოვიმატოთ? გიზიარებთ ტოპ-რეცეპტებს ნებისმიერი გემოვნებისთვის.
ყაბაყის დიეტური წვნიანი
ინგრედიენტები: - 100 გ ლობიო
- 50 გ პატარა პომიდვრები
- ერთი თავი ხახვი
- 6 კბილი ნიორი
- მარილი
- წიწაკა
- ყაბაყი
- ერთი შეკვრა ცერეცო
- ბროკოლი
- 10 გ ბარდა
როგორ მოვამზადოთ:
- ლობიო და პომიდორი პიურეს კონსტისტენციამდე მიიყვანეთ. დაუმატეთ ბარდა.
- დაუმატეთ მთავარი ინგრედიენტები: იტალიური საკმაზი, ხახვი, ნიორი, მარილი, წიწაკა და რამდენიმე ჭიქა წყალი. აცადეთ წვნიანს წამოდუღება. დაუწიეთ ცეცხლს და დატოვეთ კერძი ქურაზე 10 წუთით.
- შემდგომ ჩაჭერით ყაბაყი და ბროკოლი წვნიანში და წამოადუღეთ მანამ, სანამ არ იქნება მზად ბოსტნეული. შეგიძლიათ შეამოწმოთ ჩანგლის მეშვეობით, თუ რამდენად დარბილდება ყაბაყი. ოპტიმალური მომზადების დრო 15-20 წუთია.
გემრიელად მიირთვით!წყარო