ინგრედიენტები:
- საფუარიანი ცომი 500 გ.
- კარტოფილი 3 ც.
- ყველი ფეტა 120 გ.
- არაჟანი 1 ს/კ.
- კვერცხი 1 ც.
მომზადების წესი:
მოამზადეთ ცომი. მოხარშეთ კარტოფილი და გააცივეთ.
კარტოფილი და ფეტა გახეხეთ, შეურიეთ არაჟანი. შიგთავსი მზადაა.
ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთი ცოტა სქლად გააბრტყელეთ, მეორე - უფრო თხლად. სქელი ნაწილი დააფინეთ პელმენის საჭრელ ფორმაზე, დადეთ შიგთავსი, ზემოდან თხელი ცომი გადააფარეთ და ცომის გასაბრტყელებელი გადაატარეთ.
საცხობ სინზე დააფინეთ პერგამენტი. მოათავსეთ ფუნთუშები და წაუსვით გამდნარი კარაქი ფუნჯით.
ათქვიფეთ კვერცხი, წაუსვით ფუნთუშებს და აცხვეთ 180 გრადუსზე, 10 წთ.
გემრიელად მიირთვით!