გიზიარებთ ანა კვირიკაშვილის მორიგ რეცეპტს.
ამ კერძის მომზადების დროს ყოველთვის სხვადასხვა ინტერპრეტაციას მივმართავ. ამჯერად ტრადიციულ რეცეპტთან ძალიან ახლოსაა (მხოლოდ მაიონეზი ჩავანაცვლე) და მინდა გაგიზიაროთ
ინგრედიენტები:
- ღორის ხორცი - 700 გრამი (წინასწარ დამარინადებული)
- 1 მოზრდილი თავი ხახვი (ალყა-ალყა დაჭრილი)
- 2 ც პომიდორი (კანგაცლილი)
- სულგუნი - 400 გრამი (გახეხილი)
- გაუდა - 6 ნაჭერი ( პრეზიდენტის)
- არაჟანი - 200 გრ
- ნაღები - 200 გრ (პარმალატი 23%-იანი)
- 2 კბილი ნიორი
- მწვანე ხახვი - 4-5 ღერი
- შავი წიწაკა (გემოვნებით)
- მარილი - გემოვნებით
- კარამელიზირებული ძმარი
- მიკრომწვანილი
მომზადება:
წინასწარ ვხარშავთ კარტოფილს, სანახევროდ ვწვავთ ღორის ხორცს.
არაჟანს, ნაღებს, მარილს და წვრილად დაჭრილ მწვანე ხახვს ვურევთ ერთმანეთში (ამ სოუსით ვანაცვლებ მაიონეზის არსებობას კერძში).
თხლად და მრგვლად დაჭრილ კარტოფილს ვალაგებთ საცხობ ფორმაში, ვაყრით მარილს და პილპილს, ვაყრით ხახვს და ვალაგებთ ღორის ხორცის ნაჭრებს. ვალაგებთ დაჭრილ კანგაცლილ პომიდორს, ნიორს, ვაყრით გახეხილ სულგუნს და ზემოდან ვუსვამთ მომზადებული არაჟნისა და ნაღების მასას.
ეტაპობრივად შეგიძლიათ მარილი და პილპილი მოაყაროთ გემოვნებით. ვდგამთ ღუმელში 45 წუთი 180 გრადუსზე. 45 წუთში გამოვიღებთ, ვაფენთ გაუდას ნაჭრებს და ახლა უკვე ვდებთ 15 წუთი 200 გრადუსზე, რათა დაიბრაწოს.
სერვირება: ზემოდან ვასხამთ კარამელიზირებულ ძმარს და ვაყრით მიკრომწვანილს. სულ ესაა, გემრიელად მიირთვით!
იხილეთ: ტარტი ბეზეთი ანა კვირიკაშვილის რეცეპტით