საუზმე უნდა იყოს არა მარტო სასარგებლო, არამედ ჯანსაღი და გემრიელი, იმისათვის, რომ მთელი დღისთვის კარგი განწყობა შეგიქმნათ. ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება შეგიძლიათ დილიდანვე დაიწყოთ. რას ირჩევენ საუზმედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში?
ისრაელი: შაკშუკა
- შემწვარი ერბოკვერცხი ტომატის სოუსით, წიწაკით, ხახვით და იმ სანელებლებით, რომლებიც გესიამოვნებათ. ამ კერძის განსაკუთრებულობა მისი მრავალფეროვანი კულინარიული იმპროვიზაციის დროსაც იგივე რჩება. ტაფაზე თამამად შეგიძლიათ მოათავსოთ ყველა ის პროდუქტი, რომლებიც მაცივარში მოგეპოვებათ.
ისლანდია: შვრიის ფაფა
- ჩვეულებრივ, შვრიის ფაფას ისლანდიაში სხვადასხვა მარცვლეულთან, ხილთან და ბოსტნეულთან ერთად მიირთმევენ. ხშირად ფაფას უმატებენ თევზის ცხიმს იმისათვის, რომ უფრო მეტად სასარგებლო იყოს ორგანიზმისთვის. აბსოლუტურად ჯანსაღი საუზმე შესაძლებელია იყოს გემრიელი. სწორედ ამაზე მეტყველებს ყინულოვანი ქვეყნის მცხოვრებლების კერძი.
მალაიზია: ნასი ლემაკი
- ბრინჯი ნასი მელაკისთვის ქოქოსის რძეში იხარშება, რაც განსაკუთრებულ სირბილეს და ჰაეროვნებას ანიჭებს. ტრადიციული ბრინჯი გამომშრალ თევზთან, შემწვარ მიწის თხილთან, კიტრთან და მოხარშულ კვერცხთან ერთად უნდა მიირთვათ. აღმოსავლურ გემოს კი კრევეტების პასტა და სამბალი მატებს წითელ წიწაკასთან ერთად სინთეზში.
ინგლისი: სოსისი, კვერცხი, ბეკონი, სოკო, ლობიო, პომიდორი
- ინლისური საუზმისთვის ყველა ის ინგრედიენტია საჭირო, რომლებიც მაცივარში გაქვთ: სოსისი, კვერცხი, ბეკონი, სოკო, ბოსტნეული. ეს ყველაფერი გრილზე ან ტაფაზე მოათავსეთ, შემდეგ თეფზე გადაიტანეთ და კონსერვირებული ლობიო დაუმატეთ. ძალიან გემრიელია თუმცა საკმაოდ კალორიულიც.
საფრანგეთი: კრუასანი და რძიანი ყავა
- ფრანგული სიმსუბუქე მათ კერძებშიც ვლინდება - ხრაშუნა კრუასანი შოკოლადით და ცხელი რძიანი ყავა გემრიელი, ლამაზი და გამოსაფხიზლებელი ვარიანტია. სწორედ ამით იწყება რომანტიკული ფრანგების ყოველი დილა.
ესპანეთი: ტოსტი ტომატით
- გამომშრალი პური დაკეპილი ნივრით უნდა დაფაროთ პომიდვრით - ასე გამოიყურება კლასიკური პან კონ ტომატო, რომელიც ესპანელების ყოველდღიური კვების რაციონშია. თუმცა არაფერი გიშლით ხელს, ბრუსკეტი ჰამონებით, ფორთოხლით და ყველითაც დატვირთოთ. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ ზეითუნის ზეთი.
შვედეთი: სენდვიჩი თევზით და ზღვის პროდუქტებით
- შვედების საუზმე საკმაოდ გემრიელია: სენდვიჩი თევზით და ზღვის პროდუქტებით, რომელსაც ბოსტნეული, ყველი და მაიონეზი ფარავს. საკმაოდ სასარგებლო, თუმცა კალორიულიც არის. შეგიძლიათ დაუმატოთ მოხარშული კვერცხი და მწვანილი გემოვნებით.
წყარო: vogue