კულინარია

როგორ გავყინოთ ვაზის ფოთლები ზამთრისთვის

როგორ გავყინოთ ვაზის ფოთლები ზამთრისთვის
ვაზის ფოთლების კონსერვირებაზე საკმაოდ დიდი დროა საჭირო,. როგორც აღმოჩნდა, არსებობს ბევრად მარტივი მეთოდი, რომელიც ვაზს იგივე გემოვნურ თვისებებს შეუნარჩუნებს, გაყინვის მიუხედავად.

როგორ მოვამზადოთ ვაზის ფოთლები გასაყინად


დაგჭირდებათ ახალგაზრდა ვაზის ფოთლები საშუალო ზომის. მანამ, სანამ გაყინავთ, მოაცალეთ ყუნწები, დააწყვეთ ერთმანეთზე და შედგით 30 წამით მიკროტალღურ ღუმელში. შემდეგ გადმოაბრუნეთ ფოთლები და კვლავ 30 წამით შედგით. ფოთლები გარეცხეთ და მოათავსეთ მეტალის ჯამში,. დაასხით ადუღებული წყალი. როცა გაგრილდება, ამოიღეთ ფოთლები და 10-10 ცალი დააწყვეთ ერთმანეთზე.

როგორ გავყინოთ ვაზის ფოთლები


უმჯობესია გაყინოთ 10-15 ცალი ფოთოლი ერთად. განმეორებითი გალღობა და გაყინვა არ არის რეკომენდებული. მოათავსეთ სუფთა პოლიეთილენის პარკებში. შეფუთეთ ისე, რომ ჰაერი არ დარჩეს. დაახვიეთ სიგრძეზე, ძალიან მჭიდროდ არ დაპრესოთ. ჩააწყვეთ კონტეინერში და შედგით საყინულეში. 2-3 დღეში მზად იქნება გამოყენებისთვის. მისი სტაბილურ ტემპერატურაზე შენახვა 6 თვის განმავლობაში შეგიძლიათ.
ვაზის ფოთლებისგან გემრიელი კერძი გამოდის გრილზე მომზადებისას. მაგალითად, შეგიძლიათ მოცარელა, ლეღვი თხის ყველთან და ქათმის ფილესთან ერთად მოამზადოთ. გახსოვდეთ, რომ ფოთლები სწრაფად მზადდება. შესაბამისად, საკმაოდ მაღლა დაიჭირეთ ცეცხლიდან. ასე ვაზის ფოთლის შენახვა ბევრად მარტივია, ვიდრე კონსერვირება. გალღობის შემდგომად ფოთლები გემოვნობას ინარჩუნებს და ახალივით გამოიყურება.

წყარო: sovkusom
ბეჭდვა
e87a93