ინგრედიენტები:
კარტოფილი 4 ცალი.
ნაღების კარაქი 50 გ.
მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
კარგად გარეცხეთ კარტოფილი. ეცადეთ, კანი არ დააზიანოთ. დანით დასერეთ ღრმად (3 სმ).
აცხვეთ 200 გრადუსზე, 2 საათი. შემდეგ გამოიღეთ, ჩანგლით აურიეთ რბილობი და კიდევ 10 წთ შედგით ღუმელში.
გამოიღეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაადეთ კარაქი.
გემრიელად მიირთვით!