როგორ მოვამზადოთ მარციპანი სახლის პირობებში

როგორ მოვამზადოთ მარციპანი სახლის პირობებში
ტორტის ყველაზე გემრიელი ნაწილი ზედა, შაქრიანი თხელი ფენაა, რომელსაც მარციპანს ეძახიან. ეს კალორიული, თუმცა უგემრიელესი შაქრის გროვა უმარტივესი მოსამზადებელია. სულ რამდენიმე რეცეპტი და ტორტისთვის მარციპანიც უკვე მზადაა.

ნახეთ, როგორ მოვამზადოთ მარციპანი სახლის პირობებში


კალამი და ფურცელი მოიმარჯვეთ, 5 წუთში თქვენი მარციპანი მზად იქნება. ამისთვის დაგჭირდებათ: 


  • 142 გრამი გაცრილი ფქვილი
  • 170 გრამი შაქრის პუდრა
  • 1 ჩაის კოვზი ვანილი ან სხვა დანამატი
  • 85 გრამი ნუშის ან სხვა რძე
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი

დავიწყოთ ფქვილით. კარგად გაცერით ფქვილი იმისთვის, რომ მარციპანი
ფაფუკი გამოვიდეს. ჩაყარეთ ჯამში და დააყარეთ შაქრის პუდრა. მარციპანს ბევრი შაქარი უხდება და სწორედ ეს არის მისი ხიბლი. შემდეგ ამ მასას დაუმატეთ ვანილი ან სხვა დანამატი მეტი არომატისთვის და ბოლოს ნუშის რძე არ დაგავიწყდეთ. ის გემოს გამოკვეთს და რა თქმა უნდა, ერთ მთლიან მასას შექმნის.

გადაახვიეთ თქვენი მასა ქაღალდში და მაცივარში შეინახეთ მანამ, სანამ მის გამოყენებას არ გადაწყვეტთ. გამოღების შემდეგ კი სასურველი ფორმა, ფერი და ზომა მიეცით.

შეგიძლიათ საკვები საღებავით ათასგვარი ფიგურა გამოძერწოთ და ამ გემრიელობით ნებისმიერი ნამცხვარი გაალამაზოთ.

წყარო: sugargeekshow.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93