უნიჭიერესმა მსახიობმა და მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა ქალმა თქვა, რომ მისი გული სწორედ სპაგეტის ეკუთვნის. კვირაში ერთხელ ის აწყობდა წვეულებას და ამზადებდა სპაგეტის, რომლის რეცეპტი ბებიისგან ერგო. ეს სპაგეტი მართლაც ღვთიურად გემრიელია!
თქვენ დაგჭირდებათ:
- პატარა ხახვი,
- კუბებად დაჭრილი 2 კბილი ნიორი,
- 2 საშუალო სტაფილო (დაჭრილი),
- 2 ღერი ნიახური,
- მრგვლად დაჭრილი დაკონსერვებული პომიდვრის 2 დიდი ნაჭერი, თავისი წვენით
- 1 დიდი კონა ახალი რეჰანი
- 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- მყარი სტრუქტურის სპაგეტი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- ახლად გახეხილი იტალიური ყველი - პარმიჯანო რეჯანო
მომზადების მეთოდი:
დიდ ქვაბში მოათავსეთ ხახვი, ნიორი, სტაფილო, ნიახური და პომიდორი.
დაასხით ზეითუნის ზეთი. აიღეთ ნახევარი კონა რეჰანი, განაცალკევეთ ღეროებისგან და გამოიყენეთ მისი ფოთლები.
ბოსტნეულის მარაგს დაუმატეთ რეჰანის ფოთლები.
თანდათან მიიყვანეთ ეს მასა ადუღებამდე. ხანდახან მოურიეთ და დაამატეთ პომიდვრები. გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 45 წუთი.
45 წუთის შემდეგ გადმოდგით. ამის შემდეგ გააჩერეთ 15 წუთი.
ამ დროს შეავსეთ კიდევ ერთი დიდი ქვაბი 4 ლიტრი წყლით. აიღეთ დარჩენილი რეჰანი და წვრილად დაჭერით.
დაუმატეთ მარილი წყალს - მოათავსეთ მასში სპაგეტი და მოხარშეთ (ჩვეულებრივ, მის შეფუთვაზე მითითებულია მომზადების დრო. ამიტომ ფრთხილად იყავით).
მოამზადეთ სოუსი, დაუმატეთ მარილი და პილპილი. მიირთვით სოუსით გულუხვად გაჯერებული სპაგეტი, გახეხილი პარმიჯანო რეჯანოთი და რეჰანის წვრილად დაჭრილი ფოთლებით.
წყარო: Cosmopolitan