3 კერძი, რომელიც თეთრი ხარის წელს უნდა დაახვედრო - 2021 წლის საახალწლო მენიუ და რეცეპტები

3 კერძი, რომელიც თეთრი ხარის წელს უნდა დაახვედრო - 2021 წლის საახალწლო მენიუ და რეცეპტები
სულ მალე თეთრი ვირთხის წელს თეთრი მეტალის ხარი შეცვლის. ხარი - ბალახისმჭამელი შრომისმოყვარე ცხოველია, რომელიც მუდმივად რაღაცას ღეჭავს. ამიტომ, საახალწლო სუფრაზე ბევრი საჭმელი უნდა იდოს და აუცილებლად - გემრიელი! არ დაგავიწყდეთ მწვანილის ასორტის დადება. ამით ხარის წელს ძალიან გაახარებთ. ასევე, კარგი იქნება, თუ გაამრავალფეროვნებთ თქვენს საახალწლო სუფრას ბოსტნეულის კერძებით, ასორტით, წასახემსებლით, სოკოთი და ხილით. მოამზადეთ სალათა მოცარელათი. ხარს ასევე მოსწონს მარცვლეული და ბურღულეული. მაგიდაზე რამდენიმე სახეობის პური აუცილებლად უნდა იდოს.

მიუხედავად იმისა, რომ ხარი ბალახისმჭამელი
ცხოველია, მხოლოდ ვეგეტარიანული კერძებით არ უნდა შემოიფარგლოთ. თევზი, ფრინველი და ღორის ხორცი - ყველაფერი ეს არ „გააბრაზებს“ ხარს. არ მოიკლოთ გემრიელი „შუბა“ ქაშაყით, არც ტრადიციული საცივი და ღორის შებოლილი შაშხი.

გთავაზობთ 3 რეცეპტს, რომელიც აუცილებლად დაამშვენებს თქვენს საახალწლო მაგიდას და თეთრი ხარის გულსაც მოიგებთ


1. უგემრიელესი მინი-ტარტები წითელი ხიზილალით


თუ ტარტალეტის გამოცხობა დაგეზარებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბაგეტი ან მრგვალი „კრეკერები“, მაგრამ ხაჭოს ცომით მომზადებული მინი-ტარტები საახალწლო სუფრას ძალიან გაალამაზებს. ბიუჯეტური ვერსიისთვის შეგიძლიათ ავოკადო კიტრით ჩაანაცვლოთ, ხოლო იმპორტული ხიზილალის ნაცვლად, ადგილობრივი წარმოების, „ოკეანის“ მაღალი ხარისხის ორაგულის ხიზილალა სასურველი წონით შეიძინოთ „ნიკორას“ სუპერმარკეტებში. კიტრი დაჭერით ძალიან თხელ ფირფიტებად და რულეტივით დაახვიეთ ან მიეცით ნაძვის ხის ფორმა.



საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი 100 გრ.
  • მარილი ½ ჩ/კ.
  • კარაქი 100 გრ.
  • ხაჭო უცხიმო 100 გრ.
  • ზეითუნის ზეთი 2 ს/კ.
  • ხიზილალა 100 გ.
  • ავოკადო ½ ,ან კიტრი 1 დიდი.
  • ხაჭოს ყველი 100 გრ.
  • ნიორი 1-2 კბილი.
  • ოხრახუში 1-2 ღერი.

მომზადების წესი:

  1. ფორმებს წაუსვით ცხიმი. ფქვილისგან, მარილისგან, კარაქისა და ხაჭოსგან მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და ამოჭერით წრეები. ჩააკარით ფორმებში და გამოცხობამდე ცოტა ხნით მაცივარში შედგით.
  2. პატარა ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი და დაჭრილი ნიორი. 2-3 წუთით შეაცხელეთ.
  3. გამომცხვარ ტარტალეტს შიგნიდან მოუსვით ჩანგლით დაჭყლეტილი ნიორი, ძალიან ოდნავ.
  4. ავოკადო ან კიტრი გათალეთ და დაჭერით თხელ ნაჭრებად.
  5. ტარტალეტებში ჩადეთ ხაჭოს ყველი, ზემოდან ავოკადოს/კიტრის ნაჭერი და ხიზილალა დაადეთ.
  6. მორთეთ ოხრახუშის ფოთლებით.

2. ბეკონში გახვეული რულეტი ქათმის ფილეთი, მოცარელათი და მწვანილით


სადღესასწაულო რულეტები ქათმის ფილეთი, მოცარელათი და ბეკონით, ძალიან გემრიელი, ნაზი და მადისაღმძვრელი გამოდის. რულეტები ზემოდან მოწითალო ფერისაა, მოცარელას შიგთავსი კერძს სინაზეს, კრემისებურ სტრუქტურას აძლევს. მწვანილთან და ნიორთან ერთად საოცრად გემრიელი გამოდის. ბეკონში გახვეული ეს მასა ერთად, გემოების არაჩვეულებრივი თამაშია. გირჩევთ, გამოიყენოთ ადგილობრივი წარმოების, „ნიკორას“ ბეკონი, რომელიც კერძს არომატულს გახდის.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე - 350 გრ.
  • ბეკონი - 100 გ (დაჭრილი თხლად).
  • მოცარელა - 120 გ
  • ნიორი - 2 კბილი
  • ახალი მწვანილი (ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი) - 10 გრ
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი პილპილი - გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი - 1 ს.კ.

მომზადების წესი:


  1. მოცარელას ბურთულები დაჭერით წვრილად და ჩაყარეთ თასში.
  2. ჩართეთ ღუმელი, რომ 180 გრადუსამდე გაცხელდეს.
  3. ოხრახუში გარეცხეთ და წვრილად დაჭერით.
  4. ნიორი გახეხეთ წვრილად ან დაჭყლიტეთ.
  5. ნიორი და მწვანილი ჩაყარეთ ყველთან ერთად თასში და კარგად აურიეთ.
  6. გარეცხეთ ქათმის ფილე, გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. დაჭერით შუა-შუა და კარგად დაბეგვეთ სამზარეულოს ჩაქუჩით.
  7. მოათავსეთ ყველისა და მწვანილის მასა ფილეს თითოეული ნაჭრის კიდეზე, დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. გადაახვიეთ რულეტივით და გარედან ბეკონი შემოახვიეთ.
  8. საცხობ სინს ზეთი წაუსვით, მოათავსეთ რულეტები და აცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე.

3. საახალწლო სალათა-ტორტი ორაგულით, სულგუნით და ფენოვანი ცომის ფირფიტებით


იმისათვის, რომ ფენოვანი ცომის მომზადებაზე არ დახარჯოთ დრო და ენერგია, შეიძინეთ მზა ვარიანტი. „პანეს“ ფენოვანი ცომი იდეალური იქნება.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფენოვანი ცომი 500 გრ.
  • 300 გრ შებოლილი ორაგულის თხელი ნაჭრები.
  • თევზის კონსერვი (ტუნა) 1 ქილა.
  • კვერცხი 2 ცალი.
  • დიდი მწვანე ვაშლი 2 ცალი.
  • 1 პატარა თეთრი ხახვი.
  • მაიონეზი „პროვანსალი“ 6 ს/კ.
  • პირშუშხა „ხრენი“ 1 ს/კ.
  • ნახევარი ლიმონის ცედრა და წვენი.
  • ყველი სულგუნი 50 გრ.
  • ოხრახუშის პატარა კონა, მხოლოდ ფოთლები.
  • მარილი, ახლად დაფქული წიწაკა.

მომზადების წესი:

გალღობის გარეშე, ცომის ფენები განათავსეთ პერგამენტებით დაფარულ საცხობ ფორმაზე და შედგით ცივ ღუმელში. დააყენეთ ტემპერატურა 180°C- ზე და გამოაცხვეთ დაახლოებით 30-40 წუთი. ამოიღეთ და გააგრილეთ. შემდეგ 4-ად გაჭერით.

ვაშლის პიურე:

დაჩხვლიტეთ ორი ვაშლი ჩანგლით ყველა მხრიდან და გამოაცხვეთ ღუმელში, სანამ არ დარბილდება, 30-40 წუთი. გაასუფთავეთ შიგთავსისგან და გააცალეთ კანი. რბილობი პიურესავით გახეხეთ და შეურიეთ მაიონეზი, პირშუშხა, ლიმონის ცედრა და წვენი. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

ტუნას პაშტეტი:

მაგრად მოხარშეთ კვერცხი, გაფცქვენით.
ხახვი დაჭერით ძალიან წვრილად, დაასხით დიდი რაოდენობით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 წუთი, შემდეგ გადაიღეთ საწურზე, გადაავლეთ ცივი წყალი და გააშრეთ.
ცალკე ჯამში თევზის კონსერვი და მოხარშული კვერცხი ჩანგლით ჩასრისეთ, პიურესავით. შეურიეთ ხახვი.

ააწყვეთ ტორტი:

ორ გამომცხვარ ცომის ფენას წაუსვით ტუნასგან მომზადებული პაშტეტი, დანარჩენ ორს კი - ვაშლის მაიონეზიანი პიურე.
  1. პირველი ფენა: გამომცხვარი ცომის ფირფიტა ტუნას პაშტეტით;
  2. მეორე ფენა: გამომცხვარი ცომის ფირფიტა და ვაშლის პიურე.
  3. მესამე ფენა: ორაგულის თხელი ნაჭრები.
  4. მეოთხე ფენა: ცომის ფირფიტა და ვაშლის პიურე.
  5. მეხუთე ფენა: კვლავ ორაგულის ნაჭრები.
  6. მეექვსე ფენა: ცომის გამომცხვარი ფირფიტა ტუნას პაშტეტით.
  7. ტორტს ზემოდან წაუსვით დარჩენილი ვაშლის პიურე, მოახეხეთ სულგუნი, მოაყარეთ ოხრახუში და ტორტი მზადაა!

დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ტინიკო
ვისაც სჰავი პურიც არ ქნება ისინი დაწყდებიააან
22:40 / 19-12-2020
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ძალიან კარგი რეცეპტებია!
16:17 / 16-12-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93