
ინგრედიენტები:
- მწარე შოკოლადი - 200 გ.
- კვერცხი - 3 ც.
- შაქარი - 150 გ.
- ბერძნული თხილი - 150 გ.
- კარაქი - 120 მლ.
- ფქვილი - 220 გ.
- საფუარი - 2 გ.
მომზადების წესი:
- შოკოლადი გაადნეთ ადუღებული წყლის ორთქლზე. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. დაფქვით თხილი, კვერცხი ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ თხილი კვერცხის მასას, მოურიეთ, დაასხით შოკოლადი თხილის და კვერცხის მასას და საგულდაგულოდ მოურიეთ. დაუმატეთ ფქვილი და საფუარი.
- გადაიტანეთ ცომი საცხობ ფორმაში, გამოაცხვეთ 40 წუთის განმავლობაში 170 გრადუსზე. იმისათვის, რომ ნამცხვარს შესძინოთ საახალწლო განწყობა, მორთეთ წითელი კენკრებითა და მოაყარეთ შაქრის პუდრი.
გემრიელად მიირთვით!