მაკარონი ბადრიჯანთან ერთად: დიეტური რეცეპტი ორსულობისას ელსა ჰოსკისკან

მაკარონი ბადრიჯანთან ერთად: დიეტური რეცეპტი ორსულობისას ელსა ჰოსკისკან
მარტივი ინგრედიენტები და მინიმალური დრო მზარეულობისთვის
ელსა ჰოსკმა ორსულობის გატარება slow living განწყობაში გადაწყვიტა, როცა კომერციულმა გადაღებებმა პირადი გადაღებებით ჩაანაცვლა და თავისუფალი დრო შექმნილი ეპიდვითარების გამო უფრო დიდი რაოდენობით გვაქვს ყველას, მოდელმა გადაწყვიტა საკუთარი თავისთვის და მეგობარი მამაკაცისთვის დროის დათმობა. კვირა დღეს მოდელი ბავშვისთვის შენაძენის შეგროვებას უთმობს, დანარჩენი პერიოდი კი სახლში მზარეულობით ირთობს თავს. ელზამ გამომწერებს გაუზიარა მაკარონის მომზადების ტრადიციული იტალიური რეცეპტი მარტივი ინგრედიენტებით.
Pin on Elsa Hosk

მომზადების წესი:

  1. ბადრიჯანი დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, მოასხით ზეთისხილის ზეთი, მოაყარეთ ნიორი და
    მწვანილი. შედგით გაზქურაში 400 გრადუსზე, 30 წუთით
  2. ბლენდერში ათქვიფეთ ტომატი და ბაზილიკი, მწიკვი შაქარი, მარილი, წიწაკა, ჩილი და ტომატის პასტასთან ერთად.
  3. შეწვით ტაფაზე ოთხი თავი ნიორი და ნახევარი თავი თეთრი ხახვი
  4. ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ ბაზილიკი და მოთუშეთ ტაფაზე 20 წუთის განმავლობაში
  5. დაუმატეთ მოხარშულ მაკარონს მიღებული სოუსი, მოცარელა და მოაყარეთ ბაზილიკი

Pasta with simple tomato sauce

გემრიელად მიირთვით!
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნინო
ზეთისხილის ზეთი არ ჰქვია- ზეითუნის ზეთი ჰქვია
12:43 / 24-12-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93