ხათუნა ჟორდანიას დაბადების დღე ჰქონდა და იუბილე ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა. სოციალურ ქსელში მას საჯაროდ უამრავმა ადამიანმა მიულოცა დაბადების დღე. მათ შორის იყო მისი მეუღლეც, ზურა ხაჩიძე. მომღერალმა მეუღლეს სიყვარული საჯაროდ აუხსნა და მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის.
"დღეს არის ჩემი გოგოს დაბადების დღე!
მინდა გისურვო - ჯანმრთელობა, ბედნიერება და ღვთის წყალობა. მჯერა, მალე დავამარცხებთ და გადავლახავთ ამ განსაცდელს, რომელიც გვაძლიერებს!
მადლობა ღმერთს შენთვის და ჩვენი ოჯახისთვის! მიყვარხარ ძალიან, ბაო!
შენ ხარ საუკეთესო მეუღლე, დედა და რომ ჩამოვთვალო შენი ღირსებები, დილამდე ვერ მოვრჩები.
ღმერთმა დიდი ხანი გვამყოფოს კიდევ ერთად!" - წერს ზურა ხაჩიძე.
მოგვიანებით სოციალურ ქსელში ხათუნას დაბადების დღის ფოტოებიც გავრცელდა. ნახეთ, როგორი ტორტი ჰქონდა მომღერალს:
<div></div>