კულინარიაში ერთ-ერთი მარტივი გასაკეთებელი ფენქეიქები და ოლადებია და მსოფლიოს მასშტაბით, მისი ათასობით რეცეპტი არსებობს. ამერიკელები ბლინებს თავისებური რეცეპტით აკეთებენ და ფუმფულა, უგემრიელეს და მადისაღმძვრელ დესერტს აცხობენ.
ნახეთ ამერიკული ფენქეიქების მარტივი რეცეპტი
ფენქეიქების მოსამზადებლად სულ 10 წუთია საჭირო, ცომის გასაკეთებლად კი 30 წუთიც გეყოფათ. ამ რეცეპტით 4 ადამიანის დანაყრებას შეძლებთ.
ინგრედიენტები:
- 135 გრამი ფქვილი
- 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი
- ½ სუფრის კოვზი მარილი
- 2 სუფრის კოვზი შაქარი
- 130 მილილიტრი რძე
- 2 კვერცხი
- 2 სუფრის კოვზი დამდნარი კარაქი
სერვირება:
თასში ჩაყარეთ ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი და შაქარი. ცალკე თასში აურიეთ რძე, კვერცხი და გამდნარი კარაქი.
ფხვიერ მასაში ჩააგდეთ კარაქი და ჩანგლით დაჭყლიტეთ მანამ, სანამ კარგად არ გადაურევთ. შემდეგ ამ მასას თხევადი მასაც გადაურიეთ და კარგად, კოვზით შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს.
გააცხელეთ ტაფა საშუალო ზომის გაზზე, წაუსვით კარაქი და დაიწყეთ ფენქეიქების გამოცხობა. დაასხით ცხელ ტაფაზე თქვენი მიღებული მასა და მალევე გადმოატრიალეთ.
სანამ ცხელია, დაადეთ პატარა კარაქის ნაჭერი და თაფლი და ბოლოს გემრიელად მიირთვით!
წყარო: www.bbc.co.uk