Pancake Cereal
მარტივი მეთოდი, თუ როგორ გადავაქციოთ ბლინები საუზმის ბურბუშელად.
დაგჭირდებათ:
• კვერცხი - 1 ც
• შაქარი - 3 ს.კ.
• მარილი - 1/4 ჩ.კ.
• გამაფხვიერებელი - 1 ს.კ.
• ფქვილი - 1 ჭიქა
• ზეთი - 2 ს.კ.
• კარაქი - შესაწვავად
მომზადების წესი:
ჯამში მოათავსეთ კვერცხი და შაქარი, ათქვიფეთ. შეათქვიფეთ რძე, მარილი და ფქვილში გახსნილი გამაფხვიერებელი. კარგად ამოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ ზეთი. მიღებული ცომი გადაიტანეთ საკონდიტრო ცელოფანში, გასუფთავებულ კეტჩუპის ბოთლში და ჩვეულებრივ წყლის ბოთლში (თავი გაუხვრიტეთ).
ტაფაზე ცხიმი წაუსვით და ცომის პატარა წერტილები დასვით. ორივე მხრიდან გამოაცხვეთ.
გადაიტანეთ ჯამში, დაასხით რძე და სურვილისამებრ, თაფლიც.
იხილეთ ორი დესერტის რეცეპტი სრულად