იოგურტის ტორტი გამოცხობის გარეშე, სტუმარი გაოცებულია, ფიგურა მწყობრშია

იოგურტის ტორტი გამოცხობის გარეშე, სტუმარი გაოცებულია, ფიგურა მწყობრშია
უმჯობესია, იმ ნამცხვრებთან არ იხუმროთ, რომლებსაც ჟელატინი ურევია.
მომზადების დროს ყურადღებით უნდა იყოთ, რომ რასაც ამზადებთ, გემოს მაჩვენებელი ნორმაში ჰქონდეს.
ამ დესერტის მოსამზადებლად დიდი ენერგია საჭირო სულაც არაა.
მისი მეშვეობით თქვენს ვეგეტარიანელ მეგობრებს ძალიან გაახარებთ. ან თუნდაც მათ, ვინც დიეტაზეა.


იოგურტის ტორტი "So Taste"-სგან არამარტო გემრიელი, არამედ დაბალკალორიული საშუალებაა. თუ გახდომა გსურთ, გამოიყენეთ უცხიმო იოგურტი და ორცხობილა, რომელიც ნაკლებად კალორიულია.


ინგრედიენტები:

  • კივი - 6 ცალი
  • ბანანი
    - 2 ცალი
  • წყალი - 0,5 ჭიქა
  • იოგურტი - 500 მლ
  • შაქარი - 70 გრ
  • კარაქი - 70 გრ
  • ჟელატინი - 25 გრ
  • ორცხობილა - 200 გრ
  • ლიმონის წვენი - 20 გრ

მომზადების წესი:

  1. მოათავსეთ ორცხობილები ბლენდერში.
  2. მიღებულ მასას დაამატეთ დარბილებული კარაქი და კარგად აურიეთ.
  3. მიღებული მასა წაუსვით სპეციალურ ფორმას, რომლის დიამეტრია 22-24 სმ და მოათავსეთ მაცივარში.
  4. ჟელატინი გახსენით თბილ წყალში, გააჩერეთ.
  5. კანი გააცალეთ კივის, დაჭერით კუბებად, ბანანი კი - რგოლებად.
  6. განათავსეთ ხილი ორცხობილიან მასაზე.
  7. ათქვიფეთ იოგურტი შაქრით, დაუმატეთ ლიმონის წვენი, დაასხით ჟელატინი წვრილ ნაკადში.
  8. გააფორმეთ ხილით და შედგით მაცივარში.
დაელოდეთ, რომ მასა მყარი გახდეს, რის შემდეგაც თქვენი ტორტი უკვე მზადაა!
გემრიელად მიირთვით.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93