CNN-ის მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანის სიაში ქართული სუპ-ხარჩო მოხვდა

CNN-ის მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანის სიაში ქართული სუპ-ხარჩო მოხვდა
CNN-მა მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანი დაასახელა, რომლებშიც  ქართული ტრადიციული  წვნიანი „ხარჩოც“ მოხვდა.

გამოცემის სიაში ასევე შეყვანილია უკრაინული ბორშჩი, პორტუგალიური კალდო ვერდე, ესპანური გასპაჩო, ჰარირა მაროკოდან, ვიეტნამური ფო, ტაილანდური ტომ იამ გუნი.

„მჟავე ქლიავის სოუსი, რომელსაც ტყემალი ეწოდება, საქართველოს ერთ-ერთ საყვარელ კერძს, ტრადიციულ წვნიანს მკვეთრ და გემრიელ არომატს ანიჭებს.

წვნიანი მზადდება დაუმწიფებელი ქლიავისგან, რომლის სიმჟავესაც წვნიანში ძროხის ცხიმიანი ხორცისა და დაფქული ნიგვზის გემოები აბალანსებს. 

წვნიანს დამატებული აქვს არომატები: ხმელი სუნელისგან, ქინძისგან, ქონდრისგან, ულუმბოსგან, შავი პილპილისა და სხვა ინგრედიენტებისგან“, - ნათქვამია CNN-ის სტატიაში ქართულ კერძზე.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93