ნახეთ დარიჩინის ფუნთუშების უმარტივესი რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ.

ცომის ინგრედიენტები:
- 600 გრ ფქვილი
- 2 ჩაის კოვზი საფუარი
- 1 ჭიქა რძე
- 1/3 ჭიქა კარაქი
- 1/3 ჭიქა შაქარი
- ½ ჩაის კოვზი მარილი
- 3 კვერცხი
- 2 ჩაის კოვზი ვანილი
- ¾ ჭიქა ყავისფერი შაქარი
- 1 სუფრის კოვზი დარიჩინი
- ½ ჭიქა კარაქი
- ¾ ჭიქა შაქრის პუდრა
- 1/3 ჭიქა კრემ-ყველი
- 2 სუფრის კოვზი რძე
- 2 ჩაის კოვზი ვანილი
ვამზადებთ ცომს: 300 გრამ ფქვილს, ½ ჩაის კოვზს მარილსა და 2 ჩაის კოვზ საფუარს ვურევთ ერთმანეთში. რძეში ვყრით შაქარს, ვანილსა და კარაქს. ვათბობთ რძეს იქამდე, სანამ არ გათბება (რძე არ გააცხელოთ).
თბილ რძიან მასას შეურიეთ ფქვილი და მოურიეთ კარგად. დაამატეთ დარჩენილი ფქვილი და რბილი ცომი მოზილეთ (ცომი არ უნდა გეკრობოდეთ ხელზე). ჩადეთ თქვენი ცომი ჯამში და სითბოში გააჩერეთ. საათ-ნახევარში ცომი ზომაში 2-ჯერ უნდა გაიზარდოს.
155 გრამ ყავისფერ შაქარს დაუმატეთ საფუარი, დარიჩინი და ვანილი. აურიეთ ეს მასა ერთმანეთში. ცომის ამოფუების შემდეგ გააბრტყელეთ ის და თხლად ზემოდან წაუსვით ყავისფერი შაქრით მიღებული ფხვნილი, მანამდე კი ცომს გადაუსვით კარაქი იმისთვის, რომ შაქარი კარგად მიეკროს მას. გადაახვიეთ მთლიანი ცომი და დაჭერით თანაბარ ზომებად. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და ჩააწყვეთ დარიჩინიანი ფუნთუშები.

30 წუთი გამოაცხვეთ, შემდეგ კი 10 წუთი ქვევიდანაც დაუმატეთ ცხობა. ღუმლიდან გამოღების შემდეგ 10 წუთში მოასხით მინანქარი.
სანამ ჩვენი ფუნთუშები გამოცხვება, მინანქარი მოამზადეთ. აურიეთ შაქრის პუდრა, კარაქი და კრემ-ყველი ერთმანეთში. მიღებულ მასას დაუმატეთ საფუარი და ეს მასა გამოცხობიდან 10 წუთში ფუნთუშას მოასხით.
დაგვერწმუნეთ, ამაზე გემრიელს ვერაფერს დააგემოვნებთ!