უგემრიელესი და უმარტივესი დესერტი 2 ინგრედიენტით - ნუცა სურგულაძის რეცეპტი

უგემრიელესი და უმარტივესი დესერტი 2 ინგრედიენტით - ნუცა სურგულაძის რეცეპტი
პოპულარული კულინარიული შოუს, „მასტერშეფის“ მეორე სეზონის გამარჯვებულმა, ახალგაზრდა მზარეულმა ნუცა სურგულაძემ მაყურებელს თავი განსაკუთრებული რეცეპტებითა და გამორჩეული კერძებით უკვე დაამახსოვრა. „მასტერშეფი 2019“-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ მისი ცხოვრებაც შეიცვალა - შექმნა საკუთარი კულინარიული ბლოგი და ახალ იდეებს გულშემატკივრებს ახლა ამ გზით უზიარებს. როგორც ჩანს, ხალხს ნუცას კერძები მოსწონს, რადგან მისი მიმდევრების რიცხვი უკვე 32 ათასს აჭარბებს.

აი, ნუცა სურგულაძის მარტივი და გემრიელი დესერტიც მხოლოდ 2 ინგრედიენტით:

ინგედიენტები:
35%-იანი ნაღები;
ორცხობილა.

მომზადება:
სასურველი რაოდენობის ორცხობილა კარგად დაფშვენით,
დაუმატეთ 35%-იანი ნაღები იმ რაოდენობით, რომ მიიღოთ სქელი, კრემისებური მასა და მიქსერით კარგად ათქვიფეთ. სურვილისამებრ, მეტი სიტკბოსთვის, შეგიძლიათ დაუმატოთ შაქრის პუდრა და კვლავ კარგად აურიოთ. დესერტი მზადაა. გადაიტანეთ ის ფორმებში და გემრიელად მიირთვით.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93