რა უნდა დავდოთ სააღდგომო სუფრაზე - 5 განსხვავებული და საინტერესო იდეა

რა უნდა დავდოთ სააღდგომო სუფრაზე - 5 განსხვავებული და საინტერესო იდეა
აღდგომა უამრავი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი და საყვარელი დღესასწაულია, ამ დღისთვის მზადების პროცესში კი ყველა თაობის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. ამბობენ, რომ სააღდგომო სუფრა განსაკუთრებით მდიდარი და ლამაზი უნდა იყოს. იმისთვის, რომ თქვენს მაგიდაზე ტრადიციული პასკისა და წითელი კვერცხების გვერდით გემრიელი და განსხვავებული კერძებიც ელაგოს, მიჰყევით ამ სტატიას და გაეცანით არაერთ საინტერესო იდეას:
კვერცხის ფორმის ნამცხვრები
ინგრედიენტები:
150 გრ ფქვილი;
150 გრ შაქარი;
70 გრ არაჟანი;
70 გრ კარაქი;
1/8 ჩ/კ სოდა;
1 ჩ/კ ლიმონის წვენი;
¼ ჩ/კ
გამაფხვიერებელი;
მწიკვი მარილი;
9 ც. კვერცხი.
მომზადება:
კარგად გარეცხეთ კვერცხები. ნემსის წვერით გაუკეთეთ მცირე ზომის ნახვრეტი და შიგთავსი ნაჭუჭისგან გააცალკევეთ. ამის შემდეგ ნაჭუჭი კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ ნახევარი საათით მარილიან წყალში, შემდეგ ისევ გარეცხეთ და ფრთხილად გაამშრალეთ.
ცომის მოსამზადებლად ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და სოდა კარგად აურიეთ. ცალკე ჯამში კვერცხს დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ კრემოვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ დარბილებული კარაქი და გააგრძელეთ მორევა. მიღებული მასა შეურიეთ ფქვილს, დაუმატეთ არაჟანი და კარგად ურიეთ.
ცომის მასა მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში და ამ მასით ამოავსეთ წინასწარ გასუფთავებული კვერცხის ნაჭუჭი. აცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთის განმავლობაში.

ისპანახისა და კვერცხის ღვეზელი
ინგრედიენტები ცომისთვის:
250 გრ ფქვილი;
½ ჩ/კ გამაფხვიერებელი;
2 ს/კ არაჟანი;
2 კვერცხი;
70 მლ რძე;
70 გრ კარაქი;
მარილი გემოვნებით.
ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
200 გრ ისპანახი;
100 გრ მდნარი ყველი;
100 გრ მაგარი ყველი;
5 მაგრად მოხარშული კვერცხი;
მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხი და დარბირებული კარაქი კარგად აურიეთ, დაუმატეთ არაჟანი და რძე. ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი და კარგად მოზილეთ. მიღებული მასა შედგით მაცივარში 20-30 წუთის განმავლობაში.
კარგად გარეცხეთ და გააშრეთ ისპანახი. დაჭერით ფოთლები გრძელ ფორმებად და აურიეთ მდნარი ყველი, მაგარი ყველი, მარილი და პილპილი.
ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, მოათავსეთ ზედ ყველისა და ისპანახის ნაზავი, ასევე, სასურველ ფორმებად დაჭერით მაგრად მოხარშული კვერცხი და მოაწყვეთ ზემოდან. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთის განმავლობაში.

ხაჭოს ნამცხვარი შოკოლადითა და ფორთოხლის ჯემით
ინგრედიენტები:
300 გრ ფქვილი;
100 გრ კარაქი; 150 გრ შაქარი;
1 ჩ/კ ვანილინი;
½ ჩ/კ სოდა;
1 კვერცხი.
მინანქრისთვის:
1 კვერცხის ცილა;
100 გრ შაქარი;
საკვები საღებავები.
მომზადება:
შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, სოდა, დარბილებული კარაქი, ვანილი და კვერცხი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა მოათავსეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში.
ცომი გააბრტყელეთ 1 სანტიმეტრზე და ამოჭერით კვერცხის ფორმები, რომლებსაც საცხობ ქაღალდზე მოათავსებთ. ფორმები გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 8-10 წუთის განმავლობაში. სანამ ორცხობილები გაცივდება, მოამზადეთ მინანქარი. ათქვიფეთ კვერცხის ცილა, დაამატეთ შაქრის პუდრა და ურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მიღებული მასა გაყავით რამდენიმე ნაწილად და შეურიეთ სხვადასხვა ფერის საკვები საღებავი. გასაფორმებლად, ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ თხილი და ხილი.

სააღდგომო ფუნთუშა ჩირით და ფისტით
ინგრედიენტები:
3 კვერცხი;
500 გრ ფქვილი;
150 გრ შაქარი;
2 ს/კ თაფლი
1 ს/კ მშრალი საფუარი;
200 მლ რძე;
100 გრ კარაქი;
70 გრ გარგრის ჩირი;
70 გ ფინიკი;
70 გრ ფისტა;
მწიკვი მარილი.
მინანქრისთვის:
200 გრ შაქარი;
½ ლიმონი;
საკვები საღებავები;
ფისტა და დაშაქრული ხილი დეკორაციისთვის.
გახსენით საფუარი თბილ წყალში, დაუმატეთ შაქარი, მარილი და თაფლი და კარგად მოურიეთ. შეურიეთ დარბილებული კარაქი და რძე. მოურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. როდესაც ცომი მზად იქნება, მოათავსეთ ის თბილ ადგილას და გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში. გადაზილეთ ცომი და ისევ გააჩერეთ თბილ ადგილას კიდევ ნახევარი საათით. ამასობაში კი მოამზადეთ შიგთავსი - დააბლენდერეთ ფისტა, წვრილად დაჭერით ჩირი და გაურიეთ ცომს. ცომი მოათავსეთ ფორმებში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.
მინანქრისთვის დაგჭირდებათ, რომ ჩაყაროთ შაქარი ღრმა თასში, ნელ-ნელა დაამატოთ ლიმონის წვენი და მოურიოთ მანამდე, სანამ გლუვ მასას არ მიიღებთ, შემდეგ კი დაუმატეთ საკვები საღებავი და მორთეთ სააღდგომო ფუნთუშა სურვილისამებრ.

კურდღლის ფორმის ბეზე
ინგრედიენტები:
2 კვერცხის ცილა;
1/8 ჩ/კ სოდა;
150 გრ შაქრის პუდრი;
თეთრი შოკოლადი (დეკორაციისთვის);
ვარდისფერი საკვები საღებავი;
საკონდიტრო ტომარა.
მომზადება:
კვერცხის ცილა ათქვიფეთ, დაახლოებით, 20-30 წუთის განმავლობაში. დაამატეთ სოდა და ნელ-ნელა გაურიეთ შაქრის პუდრი. მიღებული მასა მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში.
გაახურეთ ღუმელი 110 გრადუსზე და საცხობ ქაღალდზე განათავსეთ მიღებული მასა ისე, რომ მას კურდღლის ფორმა მისცეთ. აცხვეთ 1,5 საათის განმავლობაში.
ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ თეთრი შოკოლადი, დაუმატეთ ვარდისფერი საკვები საღებავი და მიახატეთ კურდღელს ყურები, ცხვირი და ულვაშები.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93