პროექტ "მასტერშეფის" გამარჯვებული ნუცა სურგულაძე თავის გამომწერებს სოციალურ ქსელში საინტერესო რეცეპტებს მუდამ უზიარებს. ნუცამ ამჯერად, ამ სეზონზე აქტუალური რეცეპტი შემოგვთავაზა. თუ პასკა გიხმებათ და არ იცით, რა ქნათ, მაშინ დროა, ნუცას საინტერესო და მარტივ რჩევებს მიჰყვეთ.
დაჭერით პასკა სასურველ ფორმებად. ჯამში მოათავსეთ კვერცხი, შაქარი და კარგად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ რძე. მიღებული მასით სტანდარტული "ყიყლიყოს" ტკბილი ვერსია უნდა გააკეთოთ.
ათქვეფილ კვერცხში ამოავლეთ დაჭრილი პასკა და ტაფა გააცხელეთ. დაასხით ტაფაზე ზეითუნის ზეთი, შემდეგ კარაქი და პასკა შეწვით. ასე თქვენი გამხმარი პასკა დარბილდება და ტკბილი, გემრიელი საუზმეც გამოგივათ. საბოლოოდ "ტკბილი პასკის ყიყლიყოს" მიიღებთ და ჩაისთან თუ ყავასთან ერთად სასიამოვნოდ დანაყრდებით.