მარწყვი ამ სეზონის მთავარი ხილია და ის ნელ-ნელა კიდევ უფრო ტკბილი და არომატული გახდება. მარწყვი ყოველთვის ზაფხულთან, თბილ ამინდებთან და სასიამოვნო, ჰაეროვან დესერტებთან ასოცირდება, რომელიც მარტივი და სწრაფი მოსამზადებელია.
მარწყვის და შვრიის ორცხობილები
თუ ჯანსაღად იკვებებით მაშინ, შვრიისა და მარწყვის ეს დიეტური და ჯანსაღი ორცხობილები უნდა გამოაცხოთ, რომლის დამზადებასაც ზუსტად 30 წუთი სჭირდება.
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
გააცხელეთ მიკროტალღური ღუმელი 350 გრადუსზე და დატოვეთ სანამ კარგად არ გაცხელდება. აიღეთ ხელის მიქსერი, კარაქი და შაქარი ერთ თასში შეურიეთ, ურიეთ სანამ ეს მასა მსუბუქი და ჰაეროვანი არ გახდება. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, ვანილი და კარგად გახსენით ინგრედიენტები.
მიღებულ მასას ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და მარწყვი. არ იჩქაროთ, ყველა ინგრედიენტი კარგად უნდა გაიხსნას. ბოლოს კი შვრიაც შეურიეთ. თქვენ სქელ მასას მიიღებთ.
მიღებული სქელი მასა კოვზით ნელ-ნელა ამოიღეთ და საცხობ ფორმაზე დააწყვეთ, შედგით ღუმელში 12-16 წუთით, როდესაც გაყავისფრდება გათიშეთ და დატოვეთ 4 წუთი რომ შეგრილდეს, ბოლოს კი გემრიელად მიირთვით.
თქვენი ორცხობილა 110 კალორიას შეიცავს და ძალიან ჯანსაღია.
ინგრედიენტები:
ქვედა ორცხობილისთვის:
ტოპინგი, ზედა ნაწილი:
მომზადების წესი:
შეურიეთ ერთმანეთს კარაქი და შაქარი, მანამ სანამ ფაფუკ მასას არ მიიღებთ, შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, მარილი, ლიმონის დრესინგი და ფქვილი. მიღებული მასა მოათავსეთ ტარტის ფორმაში ჩანგლით დაჩხვლიტეთ და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 375 გრადუსზე. გამოაცხვეთ 15-20 წუთი, თუმცა ხშირად ამოწმეთ რომ არ დაიწვას.
ახლა დროა, ტარტის ზედა ნაწილი დავამზადოთ. ხელის მიქსერით ერთმანეთს შეურიეთ კრემყველი და შაქარი, კარგად აურიეთ და დაუმატეთ მარილი და ვნაილი. გარეცხეთ მარწყვი და გააშრეთ.
დავიწყოთ სერვირება, გამომცხვარ ფორმაზე გადაიტანეთ კრემყველი, შემდეგ მარწყვის ჯემი და სულ ზევიდან მორთეთ მარწყვებით. შედგით რამდენიმე საათი მაცივარში ან საყინულეში და გემრიელად მიირთვით.
იოგურტის მსუბუქი საუზმე მარწყვითა და გრანულებით
მესამე რეცეპტი, ყველაზე ჯანსაღი და მსუბუქი საუზმეა. ახლა უკვე ცხელა და მძიმე საკვების კეთების დრო და ხალისი აღარ გვაქვს, ამიტომ შეგვიძლია დილა
მარტივად, მსუბუქი დესერტით დავიწყოთ.
ინგრედიენტები:
სერვირება:
ჩაასხით ჭიქაში იოგურტი შემდეგ ჩაასხით დაჭყლეტილი მარწყივსგან მიღებული მასა, მოაყარეთ შაქარი და ზევიდან გრანულები ისე რომ ზედაპირი დაიფაროს. ამის შემდეგ ისევ იოგურტის, მარწყისა და გრანულების ჯერი მოდის. შეავსეთ ჭიქა და მსუყე საუზმე გერიელად მიირთვით.
დესერტი 10 წუთში მზადდება და მეტაბოლიზმის დარეგულირებასა და წონის კლებაში დაგეხმარებათ.