ტელესახე გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარ თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს.
როგორც გვანცა "ინსტაგრამ სთორიზე" წერს, მისი შვილები, ერეკლე და ლილე, სოფელში არიან, თავად კი ჩვეულ რიტმში აგრძელებს მუშაობს. შვილების არყოფნის დროს გვანცა გულშემატკივრებთან კომუნიკაციისთვის იყენებს.
გამომწერების თხოვნით, მის მიერ მომზადებული კერძის რეცეპტს უზიარებს: „ბავშვები სოფელში არიან, მე ვმუშაობ, მერე სახლში ვარ და ხანდახან აჯაფსანდალსაც ვაკეთებ. ჩემი ძვირფასი გამომწერების თხოვნით, რეცეპტი, რომელიც სრულიად სტანდარტულია: ბადრიჯანს ვჭრი, ნაწილობრივ ვაცლი კანს და ვამარილებ, 20 წუთში ვწურავ, ვბრაწავ გახურებულ ტაფაზე, ვუმატებ ბულგარულ წიწაკას (შეგიძლიათ სტაფილო, ყაბაყი), ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს, ნიორს, შემდეგ კანგაცლილ წვრილად დაჭილ პომიდორს და წინასწარ ოდნავ მოხარშულ კარტოფილ. მარილი, წიწაკა და ბოლოს მწვანილი - ქინძი, ოხრახუში, რეჰანი. სულ ესაა“ - წერს გვანცა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>