ცნობილ ადამიანებს, რომელთა უმეტესობა საზოგადოებას ხშირად მოუწოდებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ, საკუთარი სისუსტეები აქვთ. ზოგიერთი მათგანი კი ამის შესახებ ხმამაღლა საუბრობს და ამბობს, რომ არაჯანსაღი პროდუქტების გარეშე ცხოვრება უბრალოდ არ შეუძლია.
როგორც ცნობილია, ჯიჯი ჰადიდი იცავს დიეტას, უყვარს ბოსტნეული და ჯანსაღი სალათები, თუმცა აღიარებს, რომ სწრაფი კვების ობიექტებსაც ხშირად სტუმრობს. კვირაში ერთხელ ჯიჯი თავად აკეთებს ორმაგ ჰამბურგერს და, როგორც მისი "ინსტაგრამიდან" შევიტყვეთ, დარიჩინის ორცხობილებსაც აცხობს. „მე ჰამბურგერი ზოგიერთ ადამიანზე მეტადაც კი მიყვარს“ - ამბობდა ის ჯიმი ფელონის შოუში.
კიმ კარდაშიანი აქტიურად ვარჯიშობს სპორტდარბაზში და მისი დღის რაციონს დიეტოლოგი ადგენს. მაგრამ ეს ხელს არ უშლის ვარსკვლავს, რომ ზოგჯერ საკუთარი თავი გაანებივროს და ტკბილეული ღამით მიირთვას.
მოგზაურობისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის დროს სტრესს სელენა გომესი სწორედ ტკბილეულით უმკლავდება და აღიარებს, რომ შოკოლადის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. სახლში სელენას ყოველთვის აქვს სხვადასხვა სახის შოკოლადის მარაგი ცუდ განწყობასა და მოწყენილობასთან საბრძოლველად.
მელანია ტრამპის გარეგნობა და ფიგურა მსოფლიოში ბევრი ქალისთვის გახდა მისაბაძი. მიუხედავად იმისა, რომ მისი დიეტა ცნობილი დიეტოლოგების მიერაც აღიარებულია, მელანია ზოგჯერ თავს უფლებას აძლევს, მიირთვას შემწვარი ქათამი და გაზიანი სასმელი. როგორც თავად ამბობს, ეს მისთვის „სასიამოვნო დანაშაულია“.
ევა მენდესი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და ბევრს ვარჯიშობს, მაგრამ ეს არ აფერხებს მას, ორ კვირაში ერთხელ თავი საყვარელი ტკბილეულით გაინებივროს. „ტკბილეული ჩემი გატაცებაა“ - ამბობს ის.