რუსეთში მცხოვრებ ქართველ მოდელს, მირანდა შელიას, ხშირად ირინა შეიკს ადარებენ. მირანდას მოსკოვში წარმატებული კარიერა აქვს და საზოგადოებაში პოპულარობითაც სარგებლობს. ის „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს.
ამჯერად მირანდა ვიდეორეცეპტს აქვეყნებს: „დიდებულია“ - წერს ის კერძზე, რომლის მთავარი ინგრედიეტები ქათმის ხორცი და მაკარონია. ვიდეოში ის დეტალურად აჩვენებს, რომელი პროდუქტები დაგჭირდებათ და როგორ უნდა მოამზადოთ კერძი. როგორც მოდელი განმარტავს, ის უგემრიელესი გამოდის და ცდად ნამდვილად ღირს.