როგორ აღნიშნეს მადლიერების დღე მეგან მარკლიმ, ჯეი ლომ, ჯულია რობერტსმა, სინდი კროუფორდმა და სხვა ვარსკვლავებმა
მადლიერების დღე შეერთებულ შტატებში ტრადიციულად აღინიშნება ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს. სწორედ ამ დღიდან იწყება დღესასწაულების თვე, რომელიც მოიცავს შობას და ახალ წელს. ჩვეულებისამებრ, სუფრასთან იკრიბებიან ნათესავები და ახლო მეგობრები, აზმდებენ ინდაურს და სეზონურ ბოსტნეულს. გამონაკლისი არც ჰოლივუდის ვარსკვლავები არიან. თითქმის ყველა ცნობილმა ადამიანმა ინსტაგრამზე გააზიარა ოჯახურ გარემოში გადაღებული ფოტოები .
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი
"ამერიკულმა" სამეფო ოჯახმა მადლიერების დღე მონტესიტოში, საკუთარ სახლში აღნიშნა. ელენ დეჯენერესთან ინტერვიუში მეგან მარკლმა თქვა, რომ ეს მათთვის განსაკუთრებული დღესასწაული იქნება, რადგან მას ექვსი თვის პატარა ლილიბეტთან ერთად პირველად აღნიშნავენ. ჰერცოგინიამ გადაწყვიტა ლანჩისთვის მოემზადებინა მოხარშული ქათამი სოკოს სოუსით გრეივთან ერთად, ხოლო გარნირად მიირთვა შემწვარი ყაბაყი ნუშის ზეთით. მან ადრე გამოაქვეყნა ამ კერძის რეცეპტი თავის ბლოგზე.
ჯენიფერ ლოპესი
ბედნიერმა ჯეილომ ინსტაგრამზე გააზიარა ფოტოები კანადიდან. ვარსკვლავი შვილებთან ერთად წავიდა იქ, დედის მოსანახულებლად. ტრადიციულად, დღესასწაულს სუფრასთან აღნიშნავენ და კერძებს ფრინველისა და სეზონური ბოსტნეულისგან ამზადებენ. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის პირველი მადლიერების დღე ალექს როდრიგესის გარეშე, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.
ჯულია რობერტსი
ვარსკვლავი ახლა ავსტრალიაში იმყოფება ჯორჯ კლუნთან ერთად ახალი ფილმის გადაღებაზე. ჯულიამ საკუთარ ინსტაგრამზე სელფი გააზიარა, რომელშიც გამომწებს დღესასწაული მიულოცა.
გააგრძელეთ კითხვა